reportiori.ge - „ფიფას გადაწყვეტილება სამარცხვინოა! სუარესმა ვინმე მოკლა?“ - მარადონა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 21:15
სპორტი
„ფიფას გადაწყვეტილება სამარცხვინოა! სუარესმა ვინმე მოკლა?“ - მარადონა
28 ივნისი, 2014. 14:23


ბრაზილიის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფი ეტაპის უკანასკნელ მატჩში ურუგვაის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ლუის სუარესმა იტალიელ ჯორჯო კიელინის მხარზე უკბინა. „ფიფამ" ეს საკითხი განიხილა და საბოლოოდ „ლივერპულის" ფორვარდს სანაკრებო დონეზე 9-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 4 თვით ფეხბურთისგან ჩამოშორება დააკისრა.


საფეხბურთო ასოციაციის გადაწყვეტილება დიეგო მარადონამ გააკრიტიკა.


„ფიფას" გადაწყვეტილება სამარცხვინოა. არ მესმის, სუარესმა ვინმე მოკლა, რომ ასეთი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს? ბარემ ხელბორკილები დაადონ და გუანტანამოში გაუშვან.

 

ფეხბურთელი მთელი წლის განმავლობაში შრომობდა, რომ მსოფლი ჩემპიონატზე თამაშის საშუალება მისცემოდა, ლუისმა 29 გოლი გაიტანა. მათ კი ის, უბრალოდ, გააგდეს. ეს დაუჯერებელია.

 

გახსოვთ რა გააკეთა ზინედინ ზიდანმა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში? ამის მიუხედავად, მას „ფიფამ" „ოქროს ბურთი" გადასცა", - განაცხადა „ფეხბურთის ღმერთმა". 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016