reportiori.ge - კოლუმბია - ურუგვაი. შეხვედრა სუარესის გარეშე (პრევიუ)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 21:50
სპორტი
კოლუმბია - ურუგვაი. შეხვედრა სუარესის გარეშე (პრევიუ)
28 ივნისი, 2014. 14:08


დღეს, თბილისის დროით 00:00 საათზე, ბრაზილიის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფის მეორე შეხვედრა გაიმართება. ერთმანეთს კოლუმბია და ურუგვაი დაუპირისპირდებიან. შეხვედრა სტადიონ „მარაკანაზე" გაიმართება. მატჩს ჰოლანდიელი არბიტრი ბორნ კეიპერსი განსჯის.


კოლუმბიელებს საკმაოდ გაუმართლათ და საკმაოდ სუსტ ჯგუფში მოხვდნენ, სადაც ფავორიტის სტატუსით სარგებლობდნენ. მათ მერვედფინალის საგზური მეორე ტურში გაინაღდეს და საბოლოოდ კი, ჯგუფი 9 ქულით მოიგეს.


იმავეს ვერ ვიტყვით ურუგვაელებზე. სამხრეთამერიკელები „სიკვდილის ჯგუფში" მოხვდნენ, სადაც კოსტა რიკამ ყველას სიურპრიზი შესთავაზა, ურუგვაის პირველი მატჩი მოუგო და ჯგუფიდანაც პირველი ადგილით გავიდა. ურუგვაელებს საკმაოდ გაუჭირდათ. მათ უკანასკნელ შეხვედრაში, იტალიის ნაკრების წინააღმდეგ, გამარჯვება სჭირდებოდათ, რაც საკმაოდ ძვირად დაუჯდათ. საბოლოოდ, ურუგვაის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპელები (1:0) დაამარცხეს და ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდნენ.


კოლუმბიელთა თავკაცი ხოსე პეკერმანი სავარაუდოდ დღევანდელი შეხვედრის შემადგენლობას პირველი ორი მატჩიდან გამომდინარე დააყენებს. ჯგუფის უკანასკნელ შეხვედრაში, მან თავის გამოჩენის საშუალება სათადარიგოთა სკამზე მჯდომ ფეხბურთელებს მისცა.


ალბათ ახალი არავისთვისაა, რომ იტალიელებთან მატჩში ლუის სუარესმა ჯორჯო კიელინი დაკბინა და „ფიფასგან" სანაკრებო დონეზე 9-მატჩიანი და 4-თვიანი საფეხბურთო მოღვაწეობის აკრძალვა მიიღო. „ლივერპულის" ფორვარდის გარეშე ურუგვაის ეროვნული ნაკრები ფაქტობრივად ორჯერ შესუსტდა.


სუარესს სავარაუდოდ წინა მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი დიეგო ფორლანი ჩაანაცვლებს. ვეტერანი ჯგუფურ ეტაპზე ნამდვილად ვერ გამოირჩა, თუმცა მისი კლასი და გამოცდილება უნდა დაეხმაროს გუნდს. სავარაუდოდ, მთავარ დამრტყმელ ძალად კავანი მოგვევლინება, გუნდი კი დღევანდელ შეხვედრაში დაცვაზე გაამახვილებს ყურადღებას. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული კრისტიან როდრიგესის კარგ თამაშზეც.


სავარაუდო შემადგენლობები:

 

კოლუმბია (4-2-3-1): ოსპინა - არმერო, საპატა, იეპესი, სუნიგა - კარლოსი, სანჩესი, აგილარი - კუადრადო, ჯეიმს როდრიგესი, იბარბო - გუტიერესი.


ურუგვაი (4-3-1-2): მუსლერა - კასერესი, ხიმენესი, გოდინი, ა.პერეირა - გონსალესი, რიოსი, კრისტიან როდრიგესი - ლიდეირო - ფორლანი, კავანი.


ტრავმირებული: ლუგანო (ურუგვაი)


დისკვალიფიცირებული: სუარესი (ურუგვაი)


„სერიოზულად ვემზადებით ურუგვაისთან დაპირისპირებისთვის. სუარესის გარეშეც ეს გუნდი ძალიან ძლიერია. მის შემადგენლობაში ბევრი გამოცდილი და ძლიერი შემსრულებელია, რომლებსაც ბევრი უსიამოვნების მოტანა შეუძლიათ. ჩვენთვის ეს დიდი გამოცდაა. ჩვენი კლასი უნდა გამოვავლინოთ, არ დავკარგოთ ოპტიმიზმი და საკუთარი თავის რწმენა", - განაცხადა კოლუმბიელთა თავკაცმა ხოსე პეკერმანმა.


„სუარესმა შეცდომა დაუშვა, მაგრამ დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი გუნდის თამაშში. ურუგვაის გულშემატკივარს მინდა ვუთხრა, რომ რეაგირება უნდა მოვახდინოთ სუარესის დანაკარგზე. კოლუმბიასთან დაპირისპირებაში შევეცდებით გავაკეთოთ ყველაფერი შესაძლებელი, რათა მეოთხედფინალში გავიდეთ", - აღნიშნა ურუგვაის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ტაბარესმა.


ურთიერთშეხვედრები:

 

გუნდებს ერთმანეთში 38 მატჩი აქვთ ჩატარებული, საიდანაც 11 კოლუმბიელებმა მოიგეს, 9 ფრედ დასრულდა, ხოლო 18-ში ურუგვაელებმა იმარჯვეს.


საინტერესო ფაქტები:

 

- კოლუმბია 10-მატჩიან წაუგებელ სერიას ატარებს. უკანასკნელი მარცხი, მათ სწორედ ურუგვაის წინააღმდეგ განიცადეს, გასული წლის სექტემბერში.


- აქამდე კოლუმბიამ მუნდიალის პლეი ოფში მხოლოდ ერთხელ ითმაშა 1990 წელს და კამერუნთან დამარცხდა.


- ურუგვაიმ მსოფლიო ჩემპიონატის უკანასკნელი 8 მატჩიდან ყოველში მოახერხა გოლის გატანა.


- სუარესის გარეშე, ურუგვაი მუნდიალის უკანასკნელ 2 მატჩში დამარცხდა: ჰოლანდიის წინააღმდეგ 2010 წელს (2:3) და მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე კოსტა რიკასთან (1:3).

 

Reportiori.ge-ს პროგნოზი: 1:1 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016