reportiori.ge - „მადლობა ღმერთს, რომ მესის დარტყმულების აღება არ მიწევს“ - რომერო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 21:54
სპორტი
„მადლობა ღმერთს, რომ მესის დარტყმულების აღება არ მიწევს“ - რომერო
28 ივნისი, 2014. 17:08


არგენტინის ეროვნული ნაკრების კარის დარაჯი სერხიო რომერო, მისი თანაგუნდელის, ლიონელ მესის თამაშით გამოწვეულ აღფრთოვანებას ვერ მალავს.


„მესი ახერხებს, რომ ყოველ ჯერზე რაიმე ახალი წარმოგვიდგინოს, რაიმე განსხვავებული. გაგვიმართლა, რომ ჩვენს მხარეს თამაშობს. რთულია სიტყვების მოძიება, რათა მისი გამორჩეულობა აღწერო. უბრალოდ ბედნიერები ვართ, რომ ჩვენთან ერთად გამოდის ამ დონეზე. იგი თამაშში ეხმარება თითოეულ ჩვენგანს.

 

მესი აბსოლუტური ვარსკვლავია. ის უბრალოდ სხვა დონის მოთამაშეა. დიდ სიამოვნებას ვიღებ მისი თამაშის ყურებისას. მადლობა ღმერთს, რომ მისი დარტყმულების აღება არ მიწევს", - განაცხადა რომერომ.


შეგახსენებთ, რომ მესიმ მიმდინარე მუნდიალზე უკვე მოახერხა მეტოქეთა კარის ოთხჯერ აღება და აქედან მისი ორი გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა. ეს ყოველივე მაშინ, როცა არგენტინამ ჯამში 6 გოლი გაიტანა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016