ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემა La Gazzetta dello Sport-მა გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელებისაგან შემდგარი სიმბოლური ნაკრები, რომლებმაც საკუთარ გუნდებთან ერთად, ვერ შეძლეს ჯგუფური ეტაპის გადალახვა.
გამოცემამ სიმბოლური გუნდის მთავარ მწვრთნელად „სიკვდილის ჯგუფის" ბოლოადგილოსანი ინგლისის ნაკრების თავკაცი როი ჰოჯსონი დანიშნა.
აღსანიშნავია, რომ სიმბოლურ გუნდში, ყველაზე მეტი (3 ფეხბურთელი), მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის, ესპანეთის ნაკრების მოთამაშე მოხვდა, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩა და შინისკენ გაემგზავრა.
გაგაცნობთ სიმბოლური ნაკრების შემადგენლობას:
მეკარე: აკინფეევი (რუსეთი)
მცველები: ჟოაუ პერეირა, პეპე (ორივე პორტუგალია), პიკე, ალბა (ორივე ესპანეთი).
ნახევარმცველები: მუნტარი (განა), ჯერარდი (ინგლისი), კევინ-პრინს ბოატენგი (განა).
თავდამსხმელები: კასანო, ბალოტელი (ორივე იტალია), დიეგო კოშტა.