ავტორიტეტულმა ვებგვერდმა Transfermarkt-მა გამოაქვეყნა იმ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელებისაგან შემდგარი სიმბოლური ნაკრები, რომლებსაც ბრაზილიის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვეღარ ვიხილავთ.
თვალში საცემია ის ფაქტი, რომ სიმბოლური გუნდი ძირითადად, უკანასკნელი მსოფლიო ჩემპიონის, ესპანეთის ეროვნული ნაკრების მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული.
სიმბოლური ნაკრების 10 მოთამაშის გუნდი ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩა და მსოფლიო ჩემპიონატს გამოემშვიდობა, ლუის სუარესი კი, „ფიფას" გადაწყვეტილებით დისკვალიფიცირებულია და მას ბრაზილიაში ამ ზაფხულს ვეღარ ვიხილავთ.
Transfermarkt-ის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
მეკარე: სირიგუ (იტალია)
მცველები: ალბა, პიკე, რამოსი, ხუანფრანი (ოთხივე ესპანეთი).
ნახევარმცველები: ბუსკეტსი, ინიესტა, ფაბრეგასი (სამივე ესპანეთი).
თავდამსხმელები: კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია, რუნი (ინგლისი), სუარესი (ურუგვაი).