reportiori.ge - ალექსანდრე იაშვილმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 21:17
სპორტი
ალექსანდრე იაშვილმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
30 ივნისი, 2014. 13:13



წლობის მანძილზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსების დამცველმა ალექსანდრე იაშვილმა 36 წლის ასაკში ფეხბურთელის კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ამის შესახებ იაშვილმა გაზეთ „ლელოს“ განუცხადა.

 

„ამ ეტაპზე ფეხბურთიდან წასვლა გადავწყვიტე. უმჯობესია, ეს მანამ გააკეთო, ვიდრე ვიღაც უკმაყოფილო იქნება შენი თამაშით. ადრე თუ გვიან, ყველა ფეხბურთელის კარიერაში დგება ეს ურთულესი მომენტი და ვერც მე ვიქნები გამონაკლისი. ახლა ასეა და მომავალში რა იქნება, ერთად ვნახოთ“, - განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.

 

 

იაშვილმა საფეხბურთო კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო (1993-1997 წლები, 89 მატჩი, 84 გოლი). დიდი ხანი თამაშობდა გერმანიაში - 1997-2007 წლებში „ფრაიბურგის“ მაისურით 255 მატჩი ჩაატარა, რის შემდეგაც „კარლსრუეს“ და „ბოხუმის“ ღირსებას იცავდა. უკანასკნელი სეზონი იაშვილმა ბაქოს „ინტერში“ გაატარა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით ალექსანდრე იაშვილს 67 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 15 გოლით გამოირჩა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016