reportiori.ge - კოსტა რიკამ ბერძენთა ბარიერიც გადალახა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 21:37
სპორტი
კოსტა რიკამ ბერძენთა ბარიერიც გადალახა
30 ივნისი, 2014. 14:51



კოსტა რიკის ეროვნული ნაკრები ბრაზილიის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი სიურპრიზია. ეს გუნდი კენჭისყრით „სიკვდილის ჯგუფში“ მოხვდა და ყველა ბოლო ადგილს უწინასწარმეტყველებდა, თუმცა მათ ჯერ ურუგვაი დაამარცხეს, შემდეგ იტალია და ბოლოს ინგლისთან ფრეზე გაიყარნენ. შედეგად, D ჯგუფი 7 ქულითა და პირველი ადგილით დატოვეს. მერვედფინალში ისინი საბერძნეთს დაუპირისპირდნენ.

 

საბერძნეთისგანაც არავინ ელოდა მერვედფინალში გასვლას. თაობათა ცვლას მოკლებულ ბერძნთა შემადგენლობაში ასაკოვანი, საშუალო დონის ფეხბურთელები გამოდიან, თუმცა მათმა პრაგმატულმა სათამაშო სტილმა, კვლავ გამოიღო შედეგი, კოტ დ’ივუარი ჩატოვეს და კოლუმბიელებთან კვალდაკვალ ჯგუფიდან გააღწიეს.

 

რაოდენ საინტერესოც არ უნდა იყოს, კოსტა რიკას დაცვითი სტილით მოასპარეზე გუნდი ჯგუფში არ შეხვედრია, გახსნილ თამაშში კი, მათ ყველა დაჯაბნეს. ეს ლოგიკურიცაა, ვინ გადაწყვეტდა კოსტა რიკასთან მეორე ნომრად თამაშს?!

 

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და უხეში გამოდგა. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ფეხბურთელებს 8 ყვითელი და ერთი წითელი ბარათი უჩვენა.

 

პირველ ტაიმში ბერძნებმა გაცილებით კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. მეტწილად, სწორედ ისინი აკონტროლებდნენ ბურთს. 21-ე წუთზე, საჯარიმოს მისადგომებთან კარაგუნისი წააქციეს, რამდენიმე საინტიმეტრი და ბერძენთა სიხარულს საზღვარი არ ექნებოდა. 38-ე წუთზე, სალპინგიდისს ჰქონდა კარგი შანსი, მაგრამ ნავასმა ბურთი ფეხით მოიგერია.

 

მეორე ტაიმში ბერძნებმა მეტოქეზე წნეხის გაზრდა გადაწყვიტეს, თუმცა, 52-ე წუთზე, რუისმა ბურთი საჯარიმოს ხაზის წინ მიიღო და კარის მარცხენა კუთხეში გადაგზავნა - 1:0.

 

66-ე წუთზე, ბერძნები მოედანზე რიცხვობრივ უპირატესობას დაეუფლნენ. უხეშად თამაშის გამო, დუარტეს ყვითელი ბარათი გაუწითლდა და მოედანი დატოვა.

 

მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის პირველ წუთზე, გეკასის დარტყმული ნავასმა მოიგერია, თუმცა ბურთი პაპასტატოპულოსს მიუვიდა. ამ უკანასკნელმა ფაქტობრივად ცარიელ კარში გაიტანა გოლი და ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

 

დამატებით დროში ორივე გუნდს ჰქონდა გოლის გატანის შანსები, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. თერთმეტმეტრიანების სერიაში კი, გამოცდილმა გეკასმა თავისი პენალტის გატანა ვერ შეძლო, კოსტა რიკამ 5:3 იმარჯვა და მეოთხედფინალის საგზურს დაეუფლა. ეს მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე პენალტების სერია გახლდათ.

 

კოსტა რიკა  1:1  საბერძნეთი (პენალტები:  5:3)

 

კოსტა რიკა: ნავასი, დიასი, გამბოა (აკოსტა 77’), გონსალესი, უმანია, დუარტე, ტეხედა (კუბერო 66’), ბორხესი, ბოლანიოსი (ბრენე 83’), რუისი, კემპბელი.

 

საბერძნეთი: კარნეზისი, ტოროსიდისი, პაპასტატოპულოსი, მანიატისი (კაცურანისი 78’), ჰოლებასი, მანოლასი, კარაგუნისი, ხრისტოდოლოპულოსი, სამარისი (მიტროღლუ 58’), სალპინგიდისი (გეკასი 69’), სამარასი.

 

გოლები: რუისი (52’), პაპასტატოპულოსი (90+1’)

 

პენალტების სერია: ბორხესი - 1:0, მიტროღლუ - 1:1, რუისი - 2:1, ხრისტოდოლოპულოსი - 2:2, გონსალესი - 3:2, ჰოლებასი - 3:3, კემპბელი - 4:3, გეკასი - 4:3, უმანია - 5:3.

 

გაფრთხილებები: დუარტე (42’), ტეხედა (48’), გრანადო (56’), რუისი (70’), ნავასი (90’) - სამარისი (36’), მანოლასი (72’).

 

 

გაძევება: დუარტე (66’)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016