reportiori.ge - „მსაჯს რობენი უნდა გაეფრთხილებინა“ - ერერა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 21:10
სპორტი
„მსაჯს რობენი უნდა გაეფრთხილებინა“ - ერერა
30 ივნისი, 2014. 15:25


გუშინ, თბილისის დროით 20:00 საათზე, ბრაზილიის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ერთმანეთს ჰოლანდიისა და მექსიკის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა საკმაოდ დრამატული გამოდგა. მექსიკელები 1:0 იგებდნენ, თუმცა ბოლო 2 წუთში ორი გოლი გაუშვეს და მუნდიალს გამოეთხოვნენ. მეორე გოლის დროს, 90-ე წუთზე, მექსიკელთა საჯარიმოში არიენ რობენი წაიქცა, ჰუნტელაარმა კი პენალტი გოლად გარდაქმნა. ამ ეპიზოდთან დაკავშირებით კომენტარი, მექსიკელთა თავკაცმა, მიგელ ერერამ გააკეთა.


„რობენი სამჯერ წაიქცა და სამივეჯერ არაფერი იყო. პროვოცირებას ცდილობდა, მსაჯს იგი უნდა გაეფრთხილებინა და შეიძლებოდა, საბოლოოდ მოედნიდანაც კი გაეძევებინა. მუნდიალზე ოთხი შეხვედრა ჩავატარეთ და რეფერების ქცევა კატასტროფის ტოლფასია. „ფიფამ" რატომ აირჩია ევროპელი მსაჯი და არა სხვა კონტინენტის? მათი გადაწყვეტილება ეჭვებს ბადებს. პორტუგალიელმა არბიტრმა სახლში გაგვიშვა და ვიმედოვნებ, ჩვენსავით პროენსასაც სახლში გაუშვებენ", - განაცხადა ერერამ.


შეგახსენებთ, რომ მუნდიალის პირველ შეხვედრასი, კამერუნის წინააღმდეგ, მექსიკელებს ორი 100%-იანი გოლი არ ჩაუთვალეს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016