სპორტი
„ფიფა“ სუარესის ამგვარად დასჯას არ აპირებდა
ავტორი: გიორგი კინტირაია
30 ივნისი, 2014. 15:36
„ფიფამ" იმის ნამდვილი მიზეზი დაასახელა, თუ რატომ მიიღო ლუის სუარესმა ასეთი ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია. საფეხბურთო ასოციაციაში აცხადებენ, რომ არ აპირებდნენ ურუგვაელის ამგვარად დასჯას, თუმცა მისმა ქმედებამ მინიმალური სასჯელი (ექვსი მატჩით დისკვალიფიკაცია) დაამძიმა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი" „ფიფას" დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მოთამაშეს არცერთხელ არ უჩვენებია, რომ მან რაიმე განიცადა. ასევე, მან არ აღიარა, რომ „ფიფას" წესები დაარღვია", - ნათქვამია დოკუმენტში.
შეგახსენებთ, რომ თვად სუარესის თქმით, იგი უბრალოდ შეეჯახა კიელინის. საბოლოოდ, მისმა არაღიარებამ, ფეხბურთელის სანაკრებო დონეზე 9-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და საფეხბურთო საქმიანობის 4-თვიანი ჩამოშორება გამოიწვია.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19