ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გამართულ ტურნირზე - „პრეზიდენტის თასი", საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. გოჩა ტყებუჩავას გუნდი ფინალში ესპანეთის ნაკრებთან 1:6 დამარცხდა.
ფინალამდე, ჯგუფურ ეტაპზე, ქართველებმა ყირგიზეთის U17-ს 10:0 სძლიეს, ტურნირის მასპინძელ ყაზახ თანატოლებთან კი ფრეზე გაიყარნენ - 0:0 და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.
მატჩამდეც ცხადი იყო, რომ ჩვენს ბიჭებს გაუჭირდებოდათ ესპანელებთან თამაში. შეხვედრაში ჰეთთრიქი დანიელ ვილანუევამ შეასრულა, დუბლი - კარლეს პერესმა, ერთი გოლი კი, ფრანჩესკო ვილიალბამ გაიტანა. საქართველოს ნაკრებიდან ერთადერთი გოლის გატანა გიორგი არაბიძემ შესანიშნავად შესრულებული საჯარიმო დარტყმით შეძლო.
მატჩის შემდეგ, გამარჯვებულისა და პრიზიორების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტმა კი, გამორჩეული ფეხბურთელები დაასახელა. საუკეთესო მცველი გახდა ნიკა ყურშავიშვილი. გიორგი არაბიძეს კი, ესპანელ დანიელ ვილანუევასთან ერთად, საუკეთესო თავდამსხმელის პრიზი გადაეცა.