reportiori.ge - გორის „დილა“ მომავალ სეზონში ბრძოლას გვპირდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 21:22
სპორტი
გორის „დილა“ მომავალ სეზონში ბრძოლას გვპირდება
30 ივნისი, 2014. 16:07


გორის „დილა" მომავალი სეზონისთვის ემზადება. გორელთა ახალი მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი ბრძოლას გვპირდება. ამის შესახებ მან „დილას" ოფიციალურ ვებგვერდთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.


მისი თქმით, მისი მიზანი, წელსვე ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება და დიდი მიზნებისთვის ბრძოლაა. მთავარ მწვრთნელს ახალი ფეხბურთელების დიდი იმედი აქვს.


„ჩვენი მიზანი იქნება, წელსვე ჩამოვაყალიბოთ ბრძოლისუნარიანი გუნდი, რომელიც მომავალში დიდი მიზნებისთვის იბრძოლებს. გუნდში რამდენიმე ახალწვეულიც იქნება. შეთანხმება უკვე მიღწეულია კვეკვესკირთან, მოდებაძესთან, ზარქუასთან (ყველა „დინამოდან"), ფალავანდიშვილთან („დინამო 2") და ერისთავთან („გაგრა"). მათ გარდა, კიდევ ორ ფეხბურთელთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები", - განაცხადა სოსიაშვილმა.


უჩა სოსიაშვილი გორის „დილას" მთავარ მწვრთნელად 18 ივნისს დაინიშნა. უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში, იგი „დინამო 2"-ს ედგა სათავეში. „დილაში" მან გია გიგატაძე ჩაანაცვლა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016