reportiori.ge - ქეცბაიას გვარდიოლობა დაუჩემებია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 03:31
სპორტი
ქეცბაიას გვარდიოლობა დაუჩემებია
30 ივნისი, 2014. 16:39


საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ „კვირის პალიტრის" ჟურნალისტთან ინტერვიუში ნაკრების ამჟამინდელ მდგომარეობაზე, ქართულ ფეხბურთში არსებულ პრობლემებსა და მსოფლიო ფეხბურთზე ისაუბრა.


პირადად ჩემთვის, როგორც ქართული ფეხბურთის დიდი გულშემატკივრისთვის, ეს კიდევ ერთი მტკიცებულება იყო, რომ  დიდი ხანი არაფერი გვეშველება.


ხელფასს რომ გადამაყოლეთ, იმას კი არ უნდა მეკითხებოდეთ, რამდენს ვიღებ, უკეთესია, იმით დაინტერესდეთ - რამდენს ვკარგავ საქართველოს ნაკრებში მუშაობით! გამარჯვება მეც მინდა, მაგრამ რაც შეგვიძლია, ის ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და რაც მთავარია, ბოლომდე ვიბრძოლოთ!" - ამბობს ბატონი თემური. ქართული სპორტისთვის, და არა მარტო, ახალი ნამდვილად არაა აქ ყოფნის დაყვედრება. მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ როგორ „გამოაგდეს" „ოლიმპიაკოსიდან" საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი. ნუ გადაგვაყოლებთ ბატონო თემურ თავის ყვედრებით. რაც შეეხება ხელფასს, ქეცბაია თავადაც ამბობს, რომ ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ძალიან ჩამოვრჩებით და მეტი თანხაა ჩასადები ამ მიმართულები. „ქვეყანას რომ უჭირს, თუ მართლა გინდა ფეხბურთის განვითარება, შენც უნდა გაიჭირვო! არ არის მოედნები? გააკეთე და ათამაშე!", - ამ ყოველივეს იმდენად ლაღად ამბობს ბატონი თემური, თითქოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას იმდენი ჰქონდეს ბიუჯეტი, აღარ იცოდეს სად წაიღოს. თუმცა, მათაც იციან - ფეხბურთის ქვეყნად დაჩემებულ ქართველებს ევროსტანდარტების დამაკმაყოფილებელი მხოლოდ 2 სტადიონი გაგვაჩნია, ბატონი თემურის ხელფასი კი ნამდვილად ნებისმიერი ადამიანისთვის მიმზიდველია 0-ების დამაჯერებელი რაოდენობით. თბილისის „დინამოს" ახალი თავკაცი - ჩეხი მიხალ ბილეკი წვრთნის, რომელმაც გვამცნობა, რომ ჩეხეთის ნაკრებში ყოფნის დროს, მისი წლიური ანაზღაურება დაახლოებით 150 000 დოლარი გახლდათ. ეს მაშინ, როცა ბილეკი ჩეხეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ათამაშებდა.


კარგით ბატონო თემურ, შევეშვათ თქვენს ხელფასს. საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანასკნელ მიღწევებზე გავამახვილოთ ყურადღება. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ნომინალური ფორვარდის გარეშე ასპარეზობს. ფორვარდის გარეშე თამაშობდა ესპანეთის ნაკრები, მაგრამ ვერ გახდა ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი?! მით უმეტეს არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ ზოგიერთ შეხვედრას ჩვენც თავდამსხმელის გარეშე ვითამაშებთ", - აღნიშნა ბატონმა თემურმა. როგორც ჩანს, ქეცბაიას გვარდიოლობა დაუჩემებია და „ტიკი-ტაკა" თუ არა, რაიმე ახალი სტილის მოფიქრებას აპირებს. რამდენად წარმატებით გამოსდის, ეს თავად განსაჯეთ.


ჩემი ყურადღება განსაკუთრებით ბატონი თემურის შემდეგმა სიტყვებმა მიიპყრო: სამწუხაროა, რომ ხშირად იძულებული ვარ, ნაკრებში ვათამაშო ფეხბურთელები, რომლებსაც კლუბში სათამაშო პრაქტიკა აკლიათ, ან საერთოდ არ აქვთ! მაგრამ ზოგჯერ საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელს ისევ ის უთამაშებელი ლეგიონერი მირჩევნია."

 

პირადად ჩემთვის გაუგებარია, თუ ეროვნულ ნაკრებში გამოძახებით იმ ფეხბურთელებს წავახალისებთ, რომლებიც საქართველოდან გაქცევაზე არიან ორიენტირებულნი და სხვაგან ართამაში ურჩევნიათ ეროვნულ ჩემპიონატში თამაშს, რომელ ფეხბურთის განვითარებაზეა საუბარი?!

 

მოკლედ ამ ყბადაღებულ თემაზე მეტი რომ აღარ გავაგრძელო, საქართველოსთვის თემურ „თავდადებულის" უკანასკნელი სიტყვებით დავასრულებ, რომელმაც პირადად მე „ცრემლი მომგვარა": ბოლო 23 წელია, ევროპაში ვცხოვრობ, შეიძლება, როგორც ფეხბურთელი, ვინმეს დავეწუნებინე, მაგრამ საქართველოს გარდა გადახდილი ფული არსად დაუყვედრებიათ! ჩემპიონთა ლიგაზე ორი კლუბი გავიყვანე, მერე კი საქართველოში წამოვედი, იმიტომ, რომ მიყვარს ჩემი სამშობლო, ვალდებულება მაკისრია ჩემი ქვეყნის წინაშე!"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016