დღეს, თბილისის დროით 00:00 საათზე, სტადიონ „ფონტე-ნოვაზე", ბრაზილიის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის უკანასკნელი მერვედფინალური დაპირისპირება გაიმართება. ერთმანეთს ბელგიისა და აშშ-ის ნაკრებები შეერკინებიან. შეხვედრას ალჟირელი არბიტრი ჯამელ ჰაიმუდი განსჯის.
ბელგიის ეროვნულ ნაკრებს ჯგუფის ფავორიტად მიიჩნევდნენ და არც თუ უსაფუძვლოდ, რამეთუ ევროპელებმა სამივე მატჩში შეძლეს გამარჯვების მოპოვება და ჯგუფის 9 ქულით მოგება. მიუხედავად ამისა, ამ გუნდისგან გაცილებით მეტს ველით. ბელგიელებს აშკარად ეტყობათ, რომ მეტი შეთამაშებულობის შემთხვევაში, გაცილებით გაუმჯობესდება მათი თამაშის ხარისხი.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ფეხბურთის პოპულარიზაცია გრძელდება, რაც ეროვნულ ნაკრებზეც კარგად აისახა. იურგენ კლინსმანის შეგირდებმა საოცრად გუნდური თამაშით სიურპრიზი შემოგვთავაზეს და „ოქროს ბურთის" მფლობელი კრიშტიანუ რონალდუ, თანაგუნდელებთან ერთად, ჯგუფურ ეტაპზე ჩატოვეს. აშშ-ის ნაკრებისთვის ჯგუფიდან გაღწევა უკვე კარგი მაჩვენებელია, თუმცა იურგენ კლინსმანი ამაზე შეჩერებას ნამდვილად არ აპირებს.
სავარაუდო შემადგენლობები:
ბელგია (4-2-3-1): კურტუა - ალდერვეირელდი, ვან ბუიტენი, კომპანი, ვერტონგენი - ვიტსელი, ფელაინი - მერტენსი, დე ბრიუნე, აზარი - ორიგი.
აშშ (4-1-4-1): ჰოვარდი - ჯონსონი, გონსალესი, ბესლერი, ბიზლი - ბეკერმანი - ზუსი, ჯონსი, ბრედლი, ბედოია - დემპსი.
ტრავმირებულები: კომპანი, ვერმელენი (ორივე კითხვის ნიშნის ქვეშ) , სიმანი, ვან დენ ბორე - ალტიდორი.
დისკვალიფიცირებული: დეფური (ბელგია)
„რა თქმა უნდა, ბელგიას აშშ-სთან მატჩში ფავორიტად არ ვთვლი, მაგრამ შევეცდებით თამაშის მსვლელობა ვაკონტროლოთ. ყველაფერს გავაკეთებთ რაც ჩვენს ძალებშია, რათა მეოთხედფინალში გავიდეთ", - განაცხადა ბელგიელთა თავკაცმა მარკ ვილმოტსმა.
„რაც შეეხება თავად მატჩს, ჩვენ მისთვის მზად ვართ. პენალტების სერიისთვისაც მოვემზადეთ. არ ვამტკიცებ, რომ ეს მოხდება, მაგრამ ამ ლატარეისთვის ფსიქოლოგიურ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ. ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ არტყამენ ჩვენი მეტოქეები თერთმეტმეტრიანებს", - აღნიშნა აშშ-ის ეროვული ნარკების მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლინსმანმა.
ურთიერთშეხვედრები:
გუნდებს ერთმანეთში 5 მატჩი აქვთ ჩატარებული, საიდანაც 4 ბელგიელთა გამარჯვებით დასრულდა, ერთი კი - ამერიკელთა.
საინტერესო ფაქტები:
- ბელგიის ნაკრებმა მიმდინარე ტურნირში მხოლოდ ოთხი გოლი გაიტანა. მერვედფინალურ ეტაპზე გასულ გუნდებს შორის ამაზე ცუდი მაჩვენებელი მხოლოდ საბერძნეთს ჰქონდა (ორი გოლი).
- ლორენ სიმანის გარდა, ბელგიელთა შემადგენლობაში აბსოლიტურად ყველა ფეხბურთელი გამოვიდა მოედანზე.
- ტიბო კურტუას, ბელგიის ნაკრების მაისურით, ჯერ არ წაუგია არც ერთი მატჩი.
Reportiori.ge-ს პროგნოზი: 2:2