reportiori.ge - ჰოვარდის სასწაულების მიუხედავად, ბელგიელთა გამარჯვებების სერია გრძელდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 03:06
სპორტი
ჰოვარდის სასწაულების მიუხედავად, ბელგიელთა გამარჯვებების სერია გრძელდება
02 ივლისი, 2014. 13:13



გუშინ, თბილისის დროით 00:00 საათზე, ბრაზილიის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის უკანასკნელი მერვედფინალური შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს აშშ-ისა და ბელგიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

 

მატჩი, როგორც ვვარაუდობდით, საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ამერიკელებმა მიმდინარე მუდიალის ჯგუფურ ეტაპზე ყველა გააოცეს და პორტუგალიის ნაკრები ტურნირს გამოთიშეს. მათი გუნდური თამაში ნამდვილად მოწონებას იმსახურებს. გუშიდელ შეხვედრაში გამორჩევის ღირსია ამერიკელთა კარის დარაჯი ჰოვარდი. როგორც ვხედავთ, NIKE არ შემცდარა, როდესაც თავის ერთ-ერთ სახედ სწორედ ეს მეკარე აირჩია. ჰოვარდის კარგი თამაში ადრეც გვინახავს, მაგრამ ის რაც მან გუშინ გააკეთა, ნებისმიერი გულშემატკივრის ოვაციას იწვევს. ბელგიელებმა მეტოქის კარის მიმართულებით 38-ჯერ დაარტყეს, აქედან კი 27 ზუსტი გამოდგა. ამ კოლოსალური მაჩვენებლის მიუხედავად, ჰოვარდმა 25-ჯერ შეძლო საკუთარი კარის ხსნა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდს, გოლის გატანის, საკმაოდ კარგი შანსები ჰქონდათ, შეხვედრის ძირითად დროში გოლი ვერ ვიხილეთ. სამაგიეროდ, დამატებითი ტაიმები უხვგოლიანი გამოდგა. სამართლიანობა მოითხოვს ვაღიაროთ, რომ ბელგიელები გამარჯვებას იმსახურებდნენ და ასეც მოხდა. 93-ე წუთზე, ლუკაკუმ დე ბრუინი დასარტყმელ პოზიციაზე დატოვა. ამ უკანასკნელმა კი ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა - 1:0. პირველი დამატებითი ტაიმის მიწურულს კი, თავად ლუკაკუმ ძლიერი დარტყმით გაიტანა და თითქოს ინტიგაც მოკლა - 2:0.

 

მიუხედავად ამისა, იურგენ კლინსმანი დანებებას არ აპირებდა. მეორე დამატებითი ტაიმის დასაწყისშივე, 107-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა 19 წლის გრინმა ერთი ბურთი გაქვითა - 2:1. დარჩენილ დროში ჯონსსა და დემპსის 100%-იანი საგოლე მომენტები შეექმნათ, თუმცა ტიბო კურტუა მოწოდების სიმაღლეზე იმყოფებოდა.

 

საბოლოოდ შეხვედრა ბელგიელთა გამარჯვებით დასრულდა. ევროპელები მეოთხედფინალში არგენტინას დაუპირისპირდებიან, ამერიკელები კი შინისკენ გაემგზავრებიან.

 

ბელგია  2:1  აშშ

 

ბელგია: კურტუა, ვან ბუიტენი, კომპანი, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, ვიტსელი, ფელაინი, მერტენსი (მირალაში 60’), აზარი (ჩადლი 111’), დე ბრუინე, ორიჟი (ლუკაკუ 91’).

 

აშშ: ჰოვარდი, ბესლერი, ჯონსონი (იედლინი 32’), გონსალესი, ბისლი, ბრედლი, ზუსი (ვონდოლოვსკი 72’), ბედოია (გრინი 105’), კამერონი, ჯონსი, დემპსი.

 

გოლები: დე ბრუინე (93’), ლუკაკუ (105’), გრინი (107’).

 

 

მთავარი არბიტრი: ჯამელ ჰაიმუდი (ალჟირი)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016