არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა შვეიცარიას, დამატებით დროში, ერთადერთი გოლის წყალობით სძლია და შემდეგ ეტაპზე გავიდა. საგოლე პასი ლიონელ მესიმ მიივალა, რომელმაც, მატჩის შემდეგ, მცირე კომენტარიც გააკეთა.
„ვფიქრობ, თამაში გამოგვდიოდა. ბევრი მომენტი შევქმენით, უბრალოდ, შვეიცარიელები კარგად იცავდნენ თავს.
ბოლოს ისე ჩანდა, რომ ყველა თანახმა იყო პენალტების სერიაზე. ყველა, მაგრამ არა ჩვენ! ამიტომ ვთამაშობდით ბოლომდე და ყოველთვის წინ გავრბოდით. მეორე დამატებითი ტაიმი მიმდინარეობდა და უცებ ვიფიქრე: ყველაფერი, ოღონდ პენალტების სერია არა! ეს ხომ ლატარიაა, სადაც ნებისმიერს შეუძლია მოიგოს.
მთავარი ისაა, რომ მოვიგეთ და ეს მომავალშიც გაგრძელდება. არა მგონია, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება დამემსახურებინა. მთავარია რომ წინ მივდივართ“, - განაცხადა ლიონელ მესიმ.
აღსანიშნავია, რომ მესი მუნდიალზე ზედიზედ მეოთხე თამაშია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ხდება. შეგახსენებთ, რომ არგენტინის ეროვნული ნაკრები მეოთხედფინალში ბელგიას დაუპირისპირდება.