reportiori.ge - „ჩიხურა“ დღეს „ტურნოვოს“ ესტუმრება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 02:47
სპორტი
„ჩიხურა“ დღეს „ტურნოვოს“ ესტუმრება
03 ივლისი, 2014. 13:48



როგორც მოგეხსენებათ, ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბოლნისის „სიონის“ მხარდამხარ, საჩხერის „ჩიხურაც“ იასპარეზებს. ზემო იმერლები დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე, „ფილიპ II მაკედონიელის ეროვნულ სტადიონზე“, „ტურნოვოს“ დაუპირისპირდებიან.

 

საჩხერლებმა საკმაოდ ნაყიფიერად გაიარეს შეკრება თურქეთში. მათ ორი ტესტ-მატჩი გამართეს, ორივე ბაქოს „ნეფტჩთან“. პირველში ფრუიძის შეგირდებმა გამარჯვება მოიპოვეს (3:2), მეორეში კი ფრეზე გაიყარნენ (1:1). აღსანიშნავია, რომ ეს პატარა ქართული კლუბი, უკვე ორი წელია, საკმაო ამბიციებს ამჟღავნებს და ქვეყნის სახელს ევროპულ ასპარეზზე წარმოადგენს.

 

რაც შეეხება ქართველთა მეტოქეს, „ტურნოვომ“ მაკედონიის ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლის უფლება მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ კლუბი 1950 წელს დაარსდა და უკვე 64 წელია არსებობს, სერიოზული წარმატებისთვის არასდროს მიუღწევია. მოსამზადებელ ეტაპზე გუნდმა ორივე ტესტ-მატჩი დათმო. პირველში „ტურნოვო“ ბულგარულ „ლიტექსთან“ დამარცხდა (1:3), მეორეში კი „ჩორნო მორესთან“ დათმო შეხვედრა (0:1).

 

 

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი შეხვედრა 10 ივლისს, თბილისში, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გაიმართება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016