ბელგიელი ფორვარდი რომულუ ლუკაკუ ერთწლიანი არენდით მადრიდის „ატლეტიკოში“ ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას El Confidencial ავრცელებს.
წყაროს ცნობით, „ჩელსი“ დათანხმდა 21 წლის ფორვარდის არენდით გაშვებას. ამ ორ კლუბს შორის მოლაპარაკებები ამ ზაფხულს საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ დიეგო კოსტა ლონდონურ კლუბს უკვე შეუერთდა, ფილიპე ლუისზე კი მოლაპარაკებას „ჩელსი“ კვლავ აწარმოებს.
გარდა ამისა, კვლავ გახსნილია საკითხი ტიბო კურტუას მომავალთან დაკავშირებით, რომელიც კვლავინდებურად იცავს ბელგიელთა კარს მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე. „ატლეტიკოს“, რა თქმა უნდა, კუტრუას ხილვა ისევ სურს საკუთარ რიგებში, თუმცა ჟოზე მოურინიო მისით პეტერ ჩეხის ჩანაცვლებას აპირებს.
აქვე იმასაც დავამატებთ, რომ მადრიდული კლუბი ლუკაკუთი არ შემოიფარგლება და „მანჩესტერ სიტიდან“ ალვარო ნეგრედოს გადმობირებას ცდილობს.