reportiori.ge - კურტუა მესისთან მომდევნო დაპირისპირებისთვის მზადაა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 02:22
სპორტი
კურტუა მესისთან მომდევნო დაპირისპირებისთვის მზადაა
03 ივლისი, 2014. 17:51



ბელგიის ეროვნული ნაკრების კარის დარაჯი ტიბო კურტუა, ახლა უკვე სანაკრებო დონეზე, ლიონელ მესისთან დაპირისპირებას მოუთმენლად ელის.

 

„ატლეტიკოში“ თამაშების წყალობით, მესის კარგად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბრწყინვალე დაპირისპირება იქნება. იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებთ, მაგრამ წინასწარ არაფრის თქმა არ მინდა. კარგია, რომ საშუალება მომეცემა მისი მატჩები ვიხილო, რათა შევისწავლო ლეოს თამაში. ლეო არაპროგნოზირებადია და  მისი თამაშის ყველა ვიდეო-რგოლიც რომ ვნახო, მისი ბოლომდე შესწავლა მაინც შეუძლებელია. ამიტომაც, ერთადერთი რაც მეკარეს შეუძლია ამ სიტუაციაში გააკეთოს, ეს მუდამ ყურადღებით ყოფნაა“, - განაცხადა ტიბომ.

 

ახალგაზრდა  მეკარემ, საკუთარი გუნდის პერსპექტივებსა და მომავალ ასპარეზობაზეც ისაუბრა:

 

„ამ ტურნირში გამარჯვება წარმოუდგენელი იქნება, მაგრამ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიმოძრაოთ. შემდეგი მატჩი არგენტინასთან გვაქვს, ამიტომაც, ჯერ მხოლოდ ამაზე ვფიქრობთ, რის შემდეგაც ვნახავთ, რა მოგველის. არგენტინასთან გამარჯვება ურთულესი იქნება“, - აღნიშნა კურტუამ.

 

 

ტიბო კურტუას მომავალი საკლუბო დონეზე, ჯერჯერობით უცნობია. მისი საკუთარ რიგებში ხილვა მადრიდის „ატლეტიკოს“ კვლავ სურს, თუმცა, როგორც ჩანს, ლონდონური კლუბი მის გაშვებას აღარ აპირებს. ტიბომ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზეც გაამართლა იმედები და ღირსეულად დაიცვა ბელგიელთა კარი. აღსანიშნავია, რომ ბელგიის ეროვნული ნაკრების რიგებში თამაშის განმავლობაში, მის გუნდს წაგება არ განუცდია.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016