ინგლისური პრესა იუწყება, რომ კატალონიური კლუბი პრაქტიკულად უკვე შეუთანხმდა „ლივერპულს" ურუგვაელი თავდამსხმელის ტრანსფერზე, შესთავაზა რა 70 მილიონი ფუნტი.
„ლივერპულისა" და „ბარსელონას" წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც კლუბებმა ლუის სუარესის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს. თავიდან, ინგლისელები 80 მილიონ ფუნტს ითხოვდნენ, თუმცა საბოლოოდ ფასი 70 მილიონამდე დაიყვანეს.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ კატალონიელები ან სრულ თანხას გადაიხდიან ურუგვაელის სანაცვლოდ, ან ტრანსფერში ალექსის სანჩესს ჩართავენ. ამ ორი ვარიანტიდან ერთ-ერთს თავად ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა აირჩევს.
ამ დღეებში, მხარეები მორიგ შეხვედრას გამართავენ და საბოლოოდ გადაწყვეტენ ტრანსფერის დეტალებს. როგორც ჩანს, სუარესის სკანდალურმა დისკვალიფიკაციამ, მადრიდის „რეალისგან" განსხვავებით, კატალონიელთა ინტერესი არ შეამცირა.