სპორტი
ეშლი კოული „რომას“ ფეხბურთელია
ავტორი: გიორგი კინტირაია
08 ივლისი, 2014. 13:10
33 წლის ინგლისელმა მცველმა ეშლი კოულმა, იტალიურ „რომასთან" კონტრაქტი გააფორმა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, შეთანხმება ორწლიან თანამშრომლობას ითვალისწინებს - 2016 წლის 30 ივნისამდე. აქვე, გათვალისწინებულია კონტრაქტის გაგრძელების შესაძლებლობა 2017 წლამდე.
საინფორმაციო საშუალებებმა აქამდე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კოული წელიწადში 2,3 მილიონ ევროს მიიღებდა. იგი იტალიურ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. შესაბამისად, „რომას" მასში ცენტიც არ გადაუხდია.
კოული 1998 წლიდან გამოდიოდა „არსენალში", 2006 წელს კი, „ჩელსიში" გადაბარგდა, რომლის რიგებშიც 8 სეზონი ჩაატარა.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19