სპორტი
„აღარ მინდა მესამე ადგილისთვის მატჩში ვითამაშო“ - ლამი
ავტორი: გიორგი კინტირაია
08 ივლისი, 2014. 13:20
2014 წლის მუნდიალის ნახევარფინალური მატჩის წინ, ბრაზილიის წინააღმდეგ, გერმანიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ფილიპ ლამმა კომენტარი გააკეთა.
„აღარ მინდა მესამე ადგილისთვის მატჩში ვითამაშო. ჩვენ მეტის მიღწევა გვსურს", - განაცხადა ლამმა ბავარიელთა ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ 2006 და 2010 წლებში, ნახევარფინალურ ეტაპზე დამარცხების შემდეგ, ბუნდესგუნდს მესამე ადგილისთვის მატჩში მონაწილეობის მიღება მოუწია.
იმავე აზრზეა გერმანელთა ნახევარმცველი ტონი კროოსიც.
„ორი ნაბიჯის გადადგმაღა დაგვრჩა. ჩვენი მთელი სტადიონის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში, მთელი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს განსაკუთრებული მატჩი იქნება", - აღნიშნა კროოსმა.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19