reportiori.ge - ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები სასტუმროდან გამოასახლეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 07:57
სპორტი
ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები სასტუმროდან გამოასახლეს
08 ივლისი, 2014. 13:56


საკმაოდ უჩვეულო კურიოზი მოხდა მიმდინარე მუნდიალზე ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში. ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთელი გუნდი სასტუმროდან გამოასახლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული გერმანული გამომცემლობა „ბლიდი" იუწყება.


კურიოზულია ის ფაქტი, რომ ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციას ტურნირის დასრულებამდე არ დაუჯავშნავს სასტუმრო. როგორც ჩანს, ისინი გაცილებით ადრეულ ეტაპზე ვარაუდობდნენ საკუთარი გუნდის ტურნირს მიღმა დარჩენას. ახლა საქმეში „ფიფას" სპონსორები და წარმომადგენლები ჩაერივნენ.


„ფეხბურთელებმა უკვე მოახერხეს სასტუმროში დაბრუნება და ახლა დასვენების შესაძლებლობა აქვთ. ჩვენ სასტუმრო ტურნირის დასრულებამდე არ დაგვიჯავშნავს", - განაცხადა ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბერტ ვან ოსტვენმა.


შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიის ნაკრები მიმდინარე მუნდიალზე ნახევარფინალურ ეტაპზე გავიდა და 10 ივნისს, თბილისის დროით 00:00 საათზე, არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდება. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016