როგორც მოგეხსენებათ, თბილისის „დინამო" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „აქტობეს" დაუპირისპირდება. ქართული ფეხბურთის ფლაგმანი უკანასკნელი წლების მანძილზე საკმაოდ ხშირად იცვლის მთავარ მწვრთნელს და როგორც წესი, ეს ევრო ასპარეზზე გასვლის წინა პერიოდში ხდება ხოლმე.
ახალი მწვრთნელითა და შეუთამაშებელი გუნდით ევროპის ლიგების საკვალიფიკაციო ეტაპებზე წარმატებით გამოსვლა ძალიან რთულია, თუმცა როგორც ჩანს, თბილისელების მეტოქე გაცილებით ცუდ დღეშია. ყაზახურმა „აქტობემ" ეროვნული ჩემპიონატის უკანასკნელ 6 ტურში 4 ფრე ითამაშა და 2 წააგო. უკანასკნელი დღეს, 1:7 დათმო უშუალო კონკურენტ „კაირატთან" და პირველი ადგილი გადაულოცა.
არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, ბლიდიმირ ნიკიტენკომ თანამდებობა დადოვა. ჯერჯერობით უცვლელია ვინ დაიკავებს ამ პოსტზე ადგილს, თუმცა ჩვენდა სასიხარულოდ, ერთ კვირაში ნებისმიერი მწვრთნელისთვის რთულია გუნდის ასეთი მნიშვნელოვანი თამაშისთვის მომზადება.
რაც შეეხება „დინამოს", კლუბმა დაასრულა ჰოლანდიური შეკრება და უკანასკნელ მატჩში, საკმაოდ ძლიერ მეტოქე - „დნიპროსთან" დასანანი ანგარიშით დამარცხდა - 1:2.