reportiori.ge - უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა გაიზრდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 08:01
სპორტი
უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა გაიზრდება
08 ივლისი, 2014. 16:10


საბოლოოდ გადაწყდა, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა გაიზრდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რამდენი გუნდი იქნება.



ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ, აღმასკომის შეხვედრის შემდეგ განუცხადა.



დღეს დილით მქონდა შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებთან, სადაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სპორტის მინისტრი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებთან ერთად, სამი დღის განმავლობაში მოიძიებს თანხებს გუნდების დასაფინანსებლად

 


ეს თანხები გათვლილი იქნება ჩემპიონატში უფრო მეტი გუნდისთვის, ანუ გუნდების რაოდენობა გაიზრდება, თუმცა 14 იქნება, 16 თუ 18, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა.

 


ეს გადაწყვეტილება ფინანსების რაოდენობიდან გამომდინარე მიიღება და პარასკევს გამოცხადდება საბოლოო გადაწყვეტილება", - განაცხადა ზვიად სიჭინავამ


სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის, ლევან ყიფიანის თქმით, ამ ეტაპზე მოძიებული თანხები გუნდებს სეზონის პირველ ნახევრამდე ეყოფათ, შემდეგ კი თანხების მოძიების ახალი ეტაპი განხორციელდება.



„გუნდებს დავეხმარებით, მოვიძიებთ შესაბამის თანხებს. ეს თანხები გუნდებს ზამთრის პერიოდამდე ეყოფათ, შემდგომი თანხები კი უკვე ამის შემდეგ იქნება მოძიებული. 




ეს იქნება ერთგვარი გარდამავალი პერიოდი, რომლის ფარგლებშიც გადაწყვეტილება, პირველ რიგში, სპორტული პრინციპიდან გამომდინარე იქნება მიღებული. 




ამ გარდამავალი პერიოდის შემდეგ უკვე ვიმოქმედებთ ფეხბურთის განვითარების პროგრამით, რომელიც სამინისტროს აქვს შემუშავებული"
, - აღნიშნა ლევან ყიფიანმა. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016