reportiori.ge - ბრაზილიამ უფრო წააგო, ვიდრე გერმანიამ მოიგო (ვიდეო)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 07:08
სპორტი
ბრაზილიამ უფრო წააგო, ვიდრე გერმანიამ მოიგო (ვიდეო)
09 ივლისი, 2014. 14:02


ბრაზილიის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში, ერთმანეთს ბრაზილიის და გერმანიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრის წინ ბრაზილიელთა ამ ეტაპზე გამოთიშვას ბევრი საფეხბურთო ექსპერტი ვარაუდობდა, თუმცა იმან რაც ვიხილეთ, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.


ლუის ფილიპე სკოლარი ტურნირის დაწყებამდეც ბევრს წუწუნებდა იმასთან დაკავშირებით, რომ მაღალი კლასის შემსრულებლების ნაკლებობას განიცდიდა. თავს აღარ შეგაწყენთ იმაზე საუბრით, თუ ვისი წაყვანა შეეძლო და არ წაიყვანა ბრაზილიაში სკოლარიმ, ამის შესახებ ისედაც ბევრი ითქვა და დაიწარა. მე თქვენს ყურადღებას ერთ ფაქტზე გავამახვილებ: ძალიან ბევრი მოვისმინე იმის შესახებ, რომ ბრაზილიელებს ნეიმარი რომ ჰყოლოდათ ყველაფერი აბსოლიტურად სხვაგვარად წარიმართებოდა. გერმანელებს ნამდვილად საჩემპიონო გუნდი და მწვრთნელი ჰყავთ, რომლებიც ტურნირის მიმდინარეობის განმავლობაში იმდენად დამაჯერებლად გამოიყურებიან, რომ ყველას დაგვავიწყეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის დანაკლისი. ალბათ მიხვდებოდით, რომ მხედველობაში მყავს დორტმუნდის „ბორუსიას" მთავარი დამრტყმელი ძალა მარკო როისი, რომელიც სრული დამაჯერებლობით შეიძლება ითქვას, რომ არაფრით ჩამოუვარდება ნეიმარს.


ამ ყველაფერთან ერთად, კაცმა არ იცის რამდენად შეძლებდა ბრაზილიის ნაკრები ჯგუფიდან გასვლას, ფრედის გამოგონილი პენალტი რომ არა. ჩილელებმა ფაქტობრივად თავად გამოთიშეს საკუთარი თავი ტურნირიდან, კოლუმბია კი რატომ დაშინდა და ბურთი რატომ დაუთმო ბრაზილიელებს, ჩემთვის დღემდე გამოცანად რჩება. ერთი სიტყვით, ჩემი ობიექტური აზრით, გუშინდელი ანგარიში გერმანელთა სიძლიერეზე იმდენად არ მეტყველებს, რამდენადაც ბრაზილიის სისუსტეზე. ეს გუნდი ნამდვილად არ იმსახურებდა ნახევარფინალში ყოფნას. მასზე ბევრად კარგი შთაბეჭდილება წელს მექსიკამ, კოლუმბიამ და კოსტა რიკამ დატოვეს.


რაც შეეხება თავად შეხვედრას, სათქმელი ბევრი არაფერია. ეს იყო ძლიერი და დაბალანსირებული გუნდის დაპირისპირება, სუსტ და გაუმართავ მეტოქესთან. 29-ე წუთზე, გერმანელები უკვე 5:0-ს იგებდნენ და შთაბეჭდილება დამრჩა რომ, მეორე ტაიმში დაინდეს კიდეც მასპინძლები.


ბრაზილია  1:7  გერმანია

 

ბრაზილია: ჟულიო სეზარი, მაიკონი, დავიდ ლუისი, დანტე, მარსელო, ლუის გუსტავო, ფერნანდინიო (პაულინიო 46'), ბერნარდი, ოსკარი, ჰალკი (რამირესი 46'), ფრედი (ვილიანი 70').


გერმანია: ნოიერი, ლამი, ჰუმელსი (მერტესაკერი 46'), ბოატენგი, ჰიოვედესი, ხედირა (დრაქსლერი 76'), შვაინშტაიგერი, კროოსი, იოზილი, მიულერი, კლოზე (შურლე 58').


გოლები: მიულერი (10'), კლოზე (23'), კროოსი (25', 26'), ხედირა (29'), შურლე (69', 79'), ოსკარი (90').


გაფრთხილება: დანტე (68')


მთავარი არბიტრი: მარკო როდრიგესი (მექსიკა)

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016