reportiori.ge - International Business Times-მა ინტერნეტიდან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული სტატია მოხსნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 19:26
მედია
International Business Times-მა ინტერნეტიდან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული სტატია მოხსნა
09 ივლისი, 2014. 14:58


ონლაინ გამოცემამ International Business Times-მა ინტერნეტიდან საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული სტატია სათაურით -ბიძინა ივანიშვილის კავშირები გაზპრომთან" პუტინისთვის ძვირადღირებული, მაგრამ სასარგელოა" -მოხსნა.


ონლაინ გამოცემა განმარტავს, რომ  სტატიის გამოქვეყნების შემდეგ დამატებითი ფაქტები შეიტყვეს, რაც მიზეზი გახდა, რომ სტატია ინტერნეტიდან ჩამოეხსნათ.


„თავდაპირველად ჩვენ გამოვაქვეყნეთ სტატია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ,ბიძინა ივანიშვილის აქციების პორტფოლიოს შესახებ, ვეყრდნობოდით რა იმ ადამიანების ინფორმაციას, რომლებიც აცხადებენ, რომ ფლობენ ზოგად მონაცემებს მისი აქტივების შესახებ. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ცნობილი გახდა უფრო დეტალური ინფორმაცია, რომელმაც გააქარწყლა სტატიის არსი. შესაბამისად, ჩვენ მოვხსენით ეს სტატია ჩვენი გვერდიდან და ვაღიარებთ შემდეგი შესწორებების მართებულობას: სტატიის გამომცემლის ვერსიით, ივანიშვილს მიენიჭა წილი გაზპრომში". საქართველოს პრემიერ-მინისტრად არჩევამდე მან, შესაძლოა, გაყიდა ეს წილი რუსეთის სხვადასხვა კომპანიის წილებთან ერთად. სინამდვილეში ივანიშვილმა შეიძინა გაზპრომის" აქციები ღია ბაზარზე და შემდეგ, 2007 წელს, იმავე ბაზარზე გაყიდა მისი 1%-იანი წილი გაზპრომში". გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ლობისტების ფირმები, რომლებიც ივანიშვილმა დაიქირავა თავისი ინტერესების დასაცავად, მანამდე მჭიდროდ თანამშრომლობდნენ რუსეთის ხელისუფლებასთან. სინამდვილეში არც ერთ ფირმას, რომელიც წარმოადგენს ივანიშვილს, არ უმუშავია რუსეთის ხელისუფლებასთან", - ნათქვამია International Business Times-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

წყარო: http://www.ibtimes.com/updated-bidzina-ivanishvilis-gazprom-ties-are-expensive-useful-putin-1580927


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016