სპორტი
კლოზე - მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი
ავტორი: გიორგი კინტირაია
09 ივლისი, 2014. 15:47
2014 წლის მუნდიალის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ბრაზილიასა და გერმანიას შორის, ევროპელებმა გამანადგურებელი ანგარიშით იმარჯვეს - 7:1. შეხვედრაში ნანატრი მე-16 გოლის გატანა მიროსლავ კლოზემაც შეძლო.
ეს იმას ნიშნავს, რომ კლოზე მსოფლიო ჩემპიონატის არსებობის მანძილზე საუკეთესო ბომბარდირი გახდა და წარუშლელი კვალი დატოვა ფეხბურთის ისტორიაში.
ოთხი ტურნირის განმავლობაში, მან მეტოქის კარი 16-ჯერ აიღო და უკან ჩამოიტოვა ბრაზილიალი რონალდოს რეკორდი - 15 გოლი.
მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირთა დავა ასე გამოიყურება:
1) მიროსლავ კლოზე (გერმანია) - 16 გოლი
2) რონალდო (ბრაზილია) - 15 გოლი
3) გერდ მიულერი (გერმანია) - 14 გოლი
4) ჟიუსტ ფონტენი (საფრანგეთი) - 13 გოლი
5) პელე (ბრაზილია) - 12 გოლი
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19