სპორტი
„ნაკრების რეპუტაციას ვერ შელახავ ერთი თამაშით“ - დანი ალვეში
ავტორი: გიორგი კინტირაია
09 ივლისი, 2014. 16:11
მცველი დანიელ ალვეში არ მიიჩნევს, რომ გერმანიასთან გუშინდელი მარცხის გამო, ბრაზილიის ნაკრების რეპუტაცია შეილახა. შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მუნდიალის მასპინძლები, ბუნდესგუნდთან გამანადგურებელი ანგარიშით - 1:7 დამარცხდნენ.
„არ ვთვლი, რომ ეს ლაქაა ჩვენს კარიერაში. მთელი ნაკრების რეპუტაციას ვერ შელახავ ერთი თამაშით ან ტურნირიდან ასეთ გვიან სტადიაზე გამოვარდნით. ფეხბურთი მხოლოდ ერთი მატჩი არაა. ტურნირზე ჩატარებული ყველა შეხვედრა უნდა გავითვალისწინოთ.
ვცდილობდით გავსულიყავით რაც შეიძლება შორს. დიახ, დღეს შავი დღე იყო, მაგრამ წინ მხოლოდ პროგრესი გველის", - განაცხადა დანი ალვეშმა.
აღსანიშნავია, რომ დანი ალვეშს გუშინდელ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19