reportiori.ge - ალექსეი ნავალნი: შენ კი, შავტრაკავ, საერთოდ ხმა გაკმინდე!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:45
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ალექსეი ნავალნი: შენ კი, შავტრაკავ, საერთოდ ხმა გაკმინდე!
01 სექტემბერი, 2013. 19:35

ალექსეი ნავალნი, რუსი ოპოზიციონერი, რომელსაც სასამართლომ რაღაც კი მიუსაჯა, შემდეგ რაღაცის გათვალისწინებით საერთოდ გაათავისუფლა, ჩვენს საპარლამენტო ოპოზიციას ლამის გულის ფიცარზე ჰყავს დახატული, როგორც უდრეკი რუსული ბილინების გმირი და რაინდი, რომელიც შებმია  ტოტალიტარიზმის ურჩხულს.


ვითომც არც გაერიცხოთ პარტია „იაბლოკოდან" ნაციონალისტური იდეების პროპაგანდისთვის. ეს მოხდა 2007 წელს. მას შემდეგ ბარე 6 წელიწადი გავიდა და, ეგებ, ამასაც შეეცვალა მრწამსი და პოზიცია, როგორც პარტიიდან პარტიაში მოხტუნავე ჩვენს პოლიტმოღვაწეებს, იქნებ, დიდი ინტერნაციონალისტი გახდა და  ქართველებიც საფიცრად ჰყავს გამხდარი... რუსების შემდეგ.


ქართველებს რატომ ვახსენებ პირველ რიგში?


იმიტომ, რომ ეს ნავალნი ის კაცია, რომელმაც ქართველებს „გრიზუნი" (Грызуны) - მღრღნელები გვიწოდა, გრუზინის - Грузыны-ს მიურითმა.


ცინიზმის გესლი გადმოანთხია.

ამას აზერბაიჯანელი ქალბატონის მიმართ შეურაცხყოფაც მოჰყვა: „შენ კი, შავტრაკავ, საერთოდ ხმა გაკმინდე, შენი ადგილი ბაზარშია", - ესეც იკადრა თანაპარტიელთან კამათის დროს.


ველიკოდერჟავულ შოვინიზმზე ჯერ კიდევ ლენინი ლაპარაკობდა. ვლადიმირ ილიჩ, ეს ნავალნიც „მიითვალე ანგარიშში!"


მაგრამ ის, რა მაგალითებიც ზემოთ შავ მარგალიტებად მიმოგიფანტეთ, ეგებ ნერვიული დაძაბულობის პიკზე შემთხვევითი ამოძახილი იყო, რაღაც მსგავსი იმისა, რაც ფხიზელს ფიქრად აქვს, მთვრალს კი ენის წვერზე?


ახლა ამაშიც გავერკვეთ მისი ყოფილი თანაპარტიელის, დამსახურებული ქალბატონის ელენა ტარეევას დახმარებით.

ეს ქალბატონი წერს:

„... „იაბლოკოში" ნაციონალიზმის გამოხატვა დაუშვებელია, და ნავალნიც, მგონი, თავს იკავებდა. მაგრამ ზოგჯერ ვერ ახერხებდა... მისი დამოკიდებულება ამა თუ იმ ადამიანისადმი ბევრად იყო განპირობებული ამ ადამიანის ეროვნული კუთვნილებით. ეს არ მესმოდა. მგონია, როგორი ნაციონალისტური რწმენაც გინდა გქონდეს, როცა შენ წინ დგას კონკრეტული ადამიანი, მასში უნდა დაინახო, უწინარეს ყოვლისა, პიროვნება და არა ნაციის წარმომადგენელი, მაგრამ აქ ასე არ იყო.


ნავალნის არ უყვარდა და სძულდა ერთი იაბლოკოელი ქართველი მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ქართველი იყო. დასცინოდა და ზიზღნარევი ხმით ეძახდა - „ბებერი ქართველი!" თუმცა ბებერი არ იყო და ლამაზი გარეგნობითაც გამოირჩეოდა. მე მასთან ერთად ვმუშაობდი პარტმშენებლობის კომისიაში და დავაარსეთ სადისკუსიო კლუბი „ვოლნოდუმეც" („თავისუფლად მოაზროვნე").


მაგრამ ნავალნისთვის ეს არაფერს ნიშნავდა. მისთვის მთავარი იყო, რომ მის წინაშე იდგა ქართველი.


როცა მე წარმოვთქვამდი სიტყვებს „ქართული პოეზია", იგი იცინოდა თავისი საზიზღარი სიცილით. მისთვის სასაცილო იყო თვით სიტყვათშეთანხმება „ქართული პოეზია". როცა მე ვამბობდი, რომ ქართველებმა ქრისტიანობა მიიღეს რუსებზე რამდენიმე საუკუნით ადრე, რომ სწორედ მათთან იხილა მზის სინათლე მსოფლიო მნიშვნელობის უდიდესმა ეპოსმა, წერილობითმა ძეგლმა „ვეფხისტყაოსანმა" მაშინ, როცა რუსეთში მხოლოდ „ვლადიმირ მონომახის სწავლებანი" გვქონდა, იგი ერთ ყურში შეუშვებდა და მეორიდან გაუშვებდა.


ნავალნის დაძვრა მისი ნაციონალისტური პოზიციიდან წარმოუდგენელი იყო. განსაკუთრებით სძულდა სამხრეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის ქვეყნები.

...მიმაჩნია, რომ ნავალნი ყველაზე საშიში კაცია რუსეთში. დიდი ჭკუა და მიხვედრილობა არაა საჭირო იმის მისახვედრად, თუ რა დაემართება ჩვენს ქვეყანას ხელისუფლებაში ნაციონალისტების მოსთვლით".


სამაგიეროდ ჩვენი „ნაცების" ერთ-ერთი წარმომადგენელი რუსეთის „ნაცბანაკში" ფულს არ ითვლიდა, ისე აძლევდა ოპოზიციონერთა ამ ჯგუფს.


კი, ფულის მხარჯველი გახლდათ ეს „ნაცი" - აქეთ ამათ რომ არწყულებდა, იქით - გორში შემოსულ რუს გენერალს დიდ თანხას სთავაზობდა სტალინის ძეგლის დასაბომბად!


ჩვენს ნაციონალ-ბოლშევიკებს სძინავთ და სიზმარში ხედავენ რუსეთის სათავეში მისულ ნავალნის!


ვაი, მაშინ რუსეთს! და ვაი მაშინ ასეთი ნაციონალისტების პირისპირ დარჩენილ საქართველოს!


იქნებ ქალბატონი ნადეჟდა ტარეევა გამონაკლისია და სხვა ყველა რუსეთში ნავალნის თაყვანისმცემელთა რიგში დგას?

წარმოიდგინეთ, რომ არა, და უამრავი ნეგატიური შეფასებიდან მხოლოდ ერთს წარვუდგენ მკითხველებს, ერთს, რომელიც საერთო ტენდენციის საუკეთესო გამომხატველია:


„...დაივიწყეთ ყველა ეს ნავალნები, ნემცოვები, მაკარევიჩები და სხვები, რომლებიც ან მოწყვეტილი არიან სახელმწიფო ბეღელს, ან არავის სჭირდება ისინი თავიანთი სიმღერებითურთ. ან, ცდილობენ დამალონ თავიანთი ყოფილი ქურდული ცხოვრება, ან გომიკები და პედოფილები არიან, ან - გიჟები... მათი მთავარი მიზანია, რომ რუსეთმა შეწყვიტოს არსებობა როგორც გეოპოლიტიკურმა სახელმწიფომ... მათთვის მთავარია გაპიარდნენ უცხოეთის ფულის ხარჯზე"...


რასაც, დავუმატოთ, ასე კარგად ახერხებს ჯერ კიდევ პრეზიდენტად მყოფი მიხეილ სააკაშვილი!


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016