reportiori.ge - ჰოლანდია - არგენტინა (პრევიუ)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 08:09
სპორტი
ჰოლანდია - არგენტინა (პრევიუ)
09 ივლისი, 2014. 16:55


დღეს, თბილისის დროით 00:00 საათზე, ბრაზილიის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ფინალისტის ვინაობა გაირკვევა. ერთმანეთს ჰოლანდიისა და არგენტინის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. გამარჯვებული ფინალში გერმანიის ნაკრებს შეერკინება, რომელმაც გუშინდელ შეხვედრაში, ბრაზილია 7:1 გაანადგურა. სტადიონ „კორინტიანსზე" გასამართ დღევანდელ შეხვედრას თურქი არბიტრი ჯიუნეით ჩაკირი განსჯის.


არგენტინის ნაკრებს სერიოზული მეტოქე ჯერჯერობით არ შეხვედრია, თუმცა, პრაგმატული ფეხბურთის მიუხედავად, გუნდი გამარჯვებების სერიას აგრძელებს. არგენტინელთა დაცვის ხაზი და მეკარე კვლავ უსუსტესია, თუმცა მათ რიგებში ლიონელ მესი გამოდის, რომელსაც ნებისმიერი შეხვედრის მობრუნება შეუძლია.


სამხრეთამერიკელთა შანსებს ამცირებს ის გარემოება, რომ დღევანდელ შეხვედრას „რეალის" ნახევარმცველი დი მარია გამოტოვებს, რომელიც მესის შემდეგ, ყველაზე მეტად გამოირჩევა კოლექტივში. თუმცა, არგენტინელთა ბანაკში კარგი ამბავიც არის. საბელიას შემადგენლობას გამოჯანმრთელებული სერხიო აგუერო დაუბრუნდა. „მანჩესტეს სიტის" მთავარი დამრტყმელი ძალა ჯგუფური ეტაპის თამაშებში ნამდვილად არ ბრწყინავდა და მისგან გაცილებით მეტს მოველოდით. იმედი ვიქონიოთ, რომ რეაბილიტაციის შემდეგ გაცილებით შედეგიან თამაშს წარმოგვიდგენს.


ჰოლანდიელებს აქამდე ტრავმების მხრივ პრობლემები ჰქონდათ, თუმცა როგორც ჩანს, ვან გაალის გუნდი დღეს ოპტიმალური შემადგენლობით იასპარეზებს. მთავარ დამრტყმელ ძალად ვან პერსისა და რობენის დუეტი რჩება, სნეიდერი კი ნამდვილი ამოცანაა, რომლის თამაშიც ნამდვილად არაპროგნოზირებადია.


სავარაუდო შემადგენლობები:


ჰოლანდია (3-4-1-2): სილესენი - დე ვრეი, ვლაარი, მარტინს ინდი - კიუიტი, დე გუზმანი, ბეინალდუმი, ბლინდი - სნეიდერი - ვან პერსი, რობენი.


არგენტინა (4-3-1-2): რომერო - საბალეტა, გარაი, დემიჩელისი, როხო - პერესი, მასკერანო, გაგო - მესი - აგუერო, იგუაინი.


ტრავმირებული: დი მარია (არგენტინა)


„არგენტინა ძლიერი მოწინააღმდეგეა. ვარჯიშზე რამდენიმე საინტერესო მომენტი დავამუშავეთ, რომლებიც ხვალ დაგვეხმარება. კონცენტრაცია უნდა მოვიკრიბოთ, რათა შედეგს მივაღწიოთ", - განაცხადა ჰოლანდიელთა თავკაცმა ლუი ვან გაალმა.


„24 წლის შემდეგ, არგენტინა მსოფლიოს ოთხ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. მე ვთვლი, რომ ჩვენმა გუნდმა უკვე გაიმარჯვა. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ახალი გამარჯვების მოპოვებას", - აღნიშნა არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალეხანდრო საბელიამ.


ურთიერთშეხვედრები:

 

გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ 4 შეხვედრა აქვთ ჩატარებული, საიდანაც 4-ში ჰოლანდიელებმა იმარჯვეს, 3 ფრედ დასრულდა, არგენტინელებმა კი მხოლოდ ერთში შეძლეს გამარჯვების მოპოვება.


საინტერესო ფაქტები:

 

- არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში 1990 წლიდან მოყოლებული პირველად გავიდა.


- ეს არგენტინელთათვის მეოთხე ნახევარფინალია. წინა სამში ისინი ფინალში გავიდნენ.


- უკანასკნელი 4 გოლი ჰოლანდიის ნაკრებმა შეხვედრის ბოლო მეოთხედში გაიტანა.


- ჰოლანდიელებმა კოსტა რიკასთან 692 პასი გააკეთეს, რაც მათთვის სარეკორდოა მსოფლიო ჩემპიონატზე (1966-2014).


- ლიონელ მესი ამ დროისათვის 2014 წლის მუნდიალის საუკეთესო დრიბლერია (29 წარმატებული ფინტი), მეორე ადგილზე, 25 მოტყუებით, არიენ რობენი და ანხელ დი მარია იმყოფებიან.


Reportiori.ge-ს პროგნოზი: 1:2


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016