სპორტი
„მხოლოდ ფინალზე უნდა ვიფიქროთ“ - ჰუმელსი
ავტორი: გიორგი კინტირაია
09 ივლისი, 2014. 17:25
გერმანიის ეროვნული ნაკრების მცველი მატს ჰუმელსი თავის თანაგუნდელებს, ბრაზილიის განადგურების მიუხედავად, მობილიზაციისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელ ნახევარფინალურ შეხვედრაში, გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა ბრაზილია 7:1 დაამარცხა.
„მხოლოდ ფინალზე უნდა ვიფიქროთ. უნდა მივიღოთ სიამოვნება და ჩვენი საუკეთესო თამაში ვითამაშოთ. რა თქმა უნდა, გამარჯვება განსაკუთრებულია. თითოეულმა მოთამაშემ გუნდში ყველაფერი გააკეთა, რათა დღეს გამარჯვებისთვის მიგვეღწია, მაგრამ ოცნება ჯერ არ აგვხდენია. კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო", - განაცხადა ჰუმელსმა.
მატსმა მოედანზე 45 წუთი გაატარა, შესვენებაზე კი იგი პერ მერტეზაკერმა შეცვალა.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19