სპორტი
„ატლეტიკო“ ობლაკით დაინტერესდა
ავტორი: გიორგი კინტირაია
09 ივლისი, 2014. 17:44
„ბენფიკას" მეკარე იან ობლაკი მადრიდის „ატლეტიკოს" ინტერესთა სფეროში მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონი ტიბო კურტუას შემცვლელის ძიებაშია, რადგან ლონდონის „ჩელსი" ბელგიელის არენდით გაშვებას აღარ აპირებს.
„ატლეტიკოს" კარის დარაჯის პოზიციაზე მთავარი პრეტენდენტი იან ობლაკია, რომელიც ლისაბონის „ბენფიკას" ფერებს იცავს. 21 წლის მეკარის სანაცვლოდ მადრიდელები 16 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ.
ობლაკმა პორტუგალიური კლუბის რიგებში მხოლოდ ერთი სეზონი ჩაატარა და ადგილობრივი ჩემპიონატის 21, ხოლო ევროპის ლიგის 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19