სპორტი
„არგენტინასთან მატჩის წინ თავდაჯერებულები ვართ“ - ვან პერსი
ავტორი: გიორგი კინტირაია
09 ივლისი, 2014. 18:43
ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა 2014 წლის მუნდიალის ნახევარფინალური დაპირისპირების წინ, არგენტინის წინააღმდეგ, საკუთარი გუნდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა.
„ძალიან ამაყი ვარ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდს კაპიტნის სამკლაურით ვუძღვები.
ფინალებში სამჯერ დავმარცხდით, ახლა კი, მხოლოდ გამარჯვებაზე ვართ ორიენტირებულნი. პლეი ოფში ორი უმძიმესი მატჩი ვითამაშეთ, მაგრამ მთავარია, რომ ორივე ჩვენს უკან დარჩა. ახლა არგენტინასთან მატჩის წინ, თავდაჯერებულები ვართ.
ბევრი ფიქრობს, რომ ჰოლანდიელებს უკვე „მსოფლიო ჩემპიონატის კომპლექსი" აქვთ, ფინალებში სამი მარცხის შემდეგ. მე მივიჩნევ, რომ ამ ტურნირზე საპირისპიროს დავამტკიცებთ", - განაცხადა რობინ ვან პერსიმ.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19