სპორტი
ნეიმარს მარადონასთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია
ავტორი: გიორგი კინტირაია
10 ივლისი, 2014. 00:10
როგორც მოგეხსენებათ, გუშინ, 2014 წლის მუნდიალის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში, ბრაზილიამ გერმანელთაგან გამანადგურებელი მარცხი იგემა - 1:7. დღეს სოციალურ ქსელსა და მედია სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს დიეგო მარადონას ამ ფაქტთან დაკავშირებით ბრაზილიელთათვის გამაღიზიანებელი ფოტო გაუვრცელებია, სადაც „ფეხბურთის ღმერთი" ორი ხელის კომბინაციით გერმანელთა გამარჯვებას ასახავს.
გარდა ამისა, თითქოსდა ამ ფოტოზე კომენტარი ბრაზილიელთა ტრავმირებულ ლიდერ ნეიმარს გაუკეთებია: „შენ ხარ ჩამოყალიბებული არაკაცი და მრცხვენია, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიგიჩნევენ. ჩვენ შორის ყველანაირი კონტაქტი შეწყდა."
ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. უფრო მეტიც, მარადონას ფოტო, ჯერ კიდევ 2010 წლის 20 აპრილსაა გადაღებული.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19