reportiori.ge - „ფინალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ - რომერო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 11:07
სპორტი
„ფინალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ - რომერო
10 ივლისი, 2014. 13:03


არგენტინის ეროვნული ნაკრები ფინალშია. ნახევარფინალში ჰოლანდიასთან მატჩში შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ სერხიო რომერო დასახელდა, რომელმაც პენალტების სერიაში ნამდვილ გმირად მოგვევლინა და 4-დან 2-ის მოგერიება შეძლო. შეხვედრის შემდეგ არგენტინელთა კარის დარაჯმა მცირე კომენტარი გააკეთა.


„ამ გამარჯვებას საკუთარ ოჯახს ვუძღვნი. დღეს ვზეიმობთ, ხვალიდან კი გერმანიაზე გადავერთვებით. ფინალში გამარჯვებული მხოლოდ ერთია და აქ შეიძლება ყველაფერი მოხდეს. გამართლება თამაშის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია. გერმანიის წინააღმდეგ თამაში რთული იქნება, მაგრამ ჩვენი მიზანი თავიდანვე ფინალში თამაში იყო", - განაცხადა რომერომ Football italia-სთან საუბრისას.


მიმდინარე მუნდიალის ნახევარფინალური ეტაპის პენალტების სერიაში რომერომ ჯერ რონ ვლაარის, შემდეგ კი უესლი სნეიდერის დარტყმულები მოიგერია და საკუთარ ნაკრებს ფინალში გაუძღვა. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016