reportiori.ge - განმეორებით შეხვედრაში „ფლამურტარი“ „სიონს“ მიიღებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 10:41
სპორტი
განმეორებით შეხვედრაში „ფლამურტარი“ „სიონს“ მიიღებს
10 ივლისი, 2014. 13:57


დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე, ქალაქ ვლორაში, ადგილობრივი „ფლამურტარი", ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში, ბოლნისის „სიონს" უმასპინძლებს.

 

 

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ქართველებმა დათმეს ანგარიშით - 2:3, რითაც შემდეგ ეტაპზე გასვლის მინიმალური შანსიღა დარჩათ. შეხვედრას ბოლნისელები 2:1 იგებდნენ, თუმცა შემდეგ 2 უპასუხო გოლი მიიღეს საკუთარ კარში. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სათამაშოდ, ლადო ბურდულის ფეხბურთელებმა, სტუმრად ორბურთიანი სხვაობით უნდა მოიგონ, რაც საკმაოდ რთული იქნება, თუ ალბანელთა ტრიბუნებზე შექმნილ ატმოსფეროსაც გავითვალისწინებთ.

 

 

შეგახსენებთ, რომ ბოლნისის „სიონმა" უმაღლესი ლიგის გასულ სეზონში მესამე ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგის პირველ შესარჩევ მატჩებში თამაშის უფლება, მეოთხეადგილოსან საჩხერის „ჩიხურასთან" ერთად მოიპოვა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016