დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე, ქალაქ ვლორაში, ადგილობრივი „ფლამურტარი", ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში, ბოლნისის „სიონს" უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ქართველებმა დათმეს ანგარიშით - 2:3, რითაც შემდეგ ეტაპზე გასვლის მინიმალური შანსიღა დარჩათ. შეხვედრას ბოლნისელები 2:1 იგებდნენ, თუმცა შემდეგ 2 უპასუხო გოლი მიიღეს საკუთარ კარში. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სათამაშოდ, ლადო ბურდულის ფეხბურთელებმა, სტუმრად ორბურთიანი სხვაობით უნდა მოიგონ, რაც საკმაოდ რთული იქნება, თუ ალბანელთა ტრიბუნებზე შექმნილ ატმოსფეროსაც გავითვალისწინებთ.
შეგახსენებთ, რომ ბოლნისის „სიონმა" უმაღლესი ლიგის გასულ სეზონში მესამე ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგის პირველ შესარჩევ მატჩებში თამაშის უფლება, მეოთხეადგილოსან საჩხერის „ჩიხურასთან" ერთად მოიპოვა.