reportiori.ge - შეთანხმება შედგა - სუარესი „ბარსაში“ 88 მილიონი ევროს სანაცვლოდ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 11:01
სპორტი
შეთანხმება შედგა - სუარესი „ბარსაში“ 88 მილიონი ევროს სანაცვლოდ
10 ივლისი, 2014. 16:17


ავტორიტეტული გამომცემლობა goal.com იუწყება, რომ „ბარსელონასა" და „ლივერპულს" შორის შეთანხმება საბოლოოდ შედგა. მომქანცველი მოლაპარაკებები დასრულდა და კლუბები ტრანსფერის საბოლოო ღირებულებაზე შეჯერდნენ.


ურუგვაელი ფორვარდი ლუის სუარესი მომავალი სეზონიდან კატალონიური კლუბის ღირსებას დაიცავს, მერსესაიდელები კი, მის სანაცვლოდ, 88 მილიონ ევროს მიიღებენ.


„ბარსა" სუარესის ტრანსფერში 27 წლის ალექსის სანჩესის ჩართვას აპირებდა, თუმცა ჩილელმა ფორვარდმა „არსენალში" 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადასვლა არჩია.


„ლივერპულს" აღნიშნული თანხა ნამდვილად წაადგება მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდის გასაძლიერებლად. კლუბმა ფაქტობრივად უკვე მიაღწია შეთანხმებას „ბენფიკას" გარემარბ ლაზარ მარკოვიჩთან, „ლილეს" ფორვარდ დივოკ ორიჯისა და „საუთჰემპტონის" მცველ დეიან ლოვრენთან.


წყაროს ცნობით, კლუბები ტრანსფერს ოფიციალურად უახლოეს დროში გაახმაურებენ. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016