reportiori.ge - „კლუბის ძიებას ორი კვირა დასჭირდება“ - ოჩოა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 11:10
სპორტი
„კლუბის ძიებას ორი კვირა დასჭირდება“ - ოჩოა
10 ივლისი, 2014. 18:22


მეკარე გილიერმო ოჩოამ პრესას განუცხადა, რომ არ განიცდის სხვადასხვა კლუბებისგან წინადადებების ნაკლებობას.


ახლა ოჩოა თავისუფალი აგენტია, რადგან დაუსრულდა კონტრაქტი ფრანგულ „აიაჩოსთან". აქამდე მოთამაშემ განაცხადა, რომ ლიგა 1-ში კარიერის გაგრძელება სურს, მაგრამ სხვა ქვეყნის გუნდების შემოთავაზებებსაც განიხილავს.


„ჩემს ხელთ რამდენიმე შემოთავაზებაა. არიან ფრანგებიც და უცხოური კლუბებიც, მაგრამ ჯერ არაფერი გადამიწყვეტია. დროა საჭირო, რათა ყველაფერი კარგად გავაანალიზო და სწორი გადაწყვეტილება მივიღო.

 

ვფიქრობ, რომ ყველაფერს ორი კვირა დასჭირდება. ამის შემდეგ, პრეს-კონფერენციას გავმართავ და ჩემს გადაწყვეტილებას გავასაჯაროებ. ჩემს მომავალ გუნდში საინტერესო პროექტი უნდა იყოს და მე თავს იქ კარგად უნდა ვგრძნობდე", - განაცხადა ოჩოამ.


შეგახსენებთ, რომ ოჩოამ თავი მსოფლიო ჩემპიონატზე მექსიკის რიგებში გამოიჩინა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016