ფეხის უკანა კუნთის დაზიანების გამო, „სელტიკის" კაპიტანი სკოტ ბრაუნი ფეხბურთს 2-3 თვით ჩამოშორდა. ტრავმის გამო იგი ზაფხულს ლაზარეთში გაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას „უეფას" ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ბრაუნი ვენის „რაპიდთან" სპარინგ-მატჩში დაშავდა. გამოკვლევამ აჩვენა, რომ კუნთი ფაქტობრივად მოწყდა ძვალს. შოტლანდიის ჩემპიონის კაპიტანს ჩემპიონთა ლიგის მეორე შესარჩევი ეტაპის შეხვედრის გამოტოვება მოუწევს „რეიკიავიკის" წინააღმდეგ. გუნდებს შორის პირველი შეხვედრა 15 ივლისს გაიმართება.
გარდა ამისა, დიდი ალბათობით, იგი შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებსაც ვერ დაეხმარება ევრო-2016-ის სასტარტო დაპირისპირებაში, 7 ნოემბერს, გერმანიის წინააღმდეგ.
„სამწუხარო ინფორმაციაა სკოტისთვის. იგი მინიმუმ ორ თვეს გამოტოვებს, შესაძლოა სამსაც. ეს დიდი დარტყმაა მისთვის და დანაკლისი ჩვენთვის, მაგრამ ვერაფერს ვიღონებთ. უნდა შევეცადოთ რაც შეიძლება მალე დავაბრუნოთ იგი მოედანზე. კუნთი თითქმის მოწყდა. ოპერაცია საჭირო არაა, მაგრამ ტრავმა სერიოზულია", - განაცხადა „სელტიკის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რონი დეილმა.