reportiori.ge - „ჩიხურა“ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 10:38
სპორტი
„ჩიხურა“ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეა
11 ივლისი, 2014. 10:20


გუშინ, 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა. საჩხერის „ჩიხურამ" საკუთარ კედლებში მაკედონიური „ტურნოვო" მიიღო. ქართველებმა პირველ შეხვედრაში, სტუმრად, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა - 0:1 და მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ფრეც აძლევდა ხელს, საჩხერლებმა მეტოქეს საკმაოდ დამაჯერებლად გადაურბინეს.


ანგარიში საწყის წუთებზე გაიხსნა. მე-6 წუთზე, ლაშა კუჭუხიძის გამოზომილი გადაცემით, გიორგი გაბედავამ ისარგებლა და თავური დარტყმით პირველი გოლი გაიტანა. გატანილი გოლის შემდეგ, „ჩიხურას" ფეხბურთელების უპირატესობას დაეუფლნენ და საფრთხეს არაფერი მოასწავებდა, თუმცა 45-ე წუთზე, ალექსანდარ პანდოვსკიმ წონასწორობა აღადგინა.

 

სოსო ფრუიძის გუნდმა მეორე ტაიმშიც არაფერი დათმო და მეტოქეზე წნეხი კიდევ უფრო გაზარდა. 67-ე წუთზე, გიორგი გაბედავამ დუბლი შეასრულა, 75-ეზე კი, გიორგი რეხვიაშვილმა გამოიჩინა თავი.


საერთო ჯამში, საჩხერლებმა 4:1 იმარჯვეს და ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს, სადაც ისინი თურქულ „ბურსასპორს" დაუპირისპირდებიან. აღნიშნული შეხვედრები 17 და 24 ივლისს გაიმართება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016