reportiori.ge - „სიონმა“ მეორედ ვერ გაძლო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 10:46
სპორტი
„სიონმა“ მეორედ ვერ გაძლო
11 ივლისი, 2014. 11:15


გუშინ, თბილისის დროით 21:00 საათზე, ქალაქ ვლორაში, ადგილობრივმა „ფლამურტარმა" ბოლნისის „სიონს" უმასპინძლა. გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ქართულმა კლუბმა 2:3 დათმო, განმეორებით შეხვედრაში კი ორბურთიანი გამარჯვება სჭირდებოდა.


ბოლნისელები ორივე თამაშის ჯამში, მეტოქეს აშკარად ჯობდნენ, თუმცა ჯერ იყო და საკუთარ კედლებში 2:1-ის შემდეგ, სადავეები ხელიდან გაუშვეს და ორი უპასუხო გოლი მიიღეს, გუშინ კი შეხვედრას 85-ე წუთამდე იგებდნენ, თანაც ბოლოს სასურველი ანგარიშით, თუმცა აქაც უმტყუნა ბედმა ქართულ კლუბს და შემდეგ ეტაპზე ალბანელები გავიდნენ.


პირველი გოლის გატანა 56-ე წუთზე, შეცვლაზე ახლად შემოსულმა ჯაბა უგულავამ მოახერხა, 83-ე წუთზე კი, ტაულანდ კუქის ავტოგოლის წყალობით ბოლნისელები სასურველ ორბურთიან უპირატესობას დაეუფლნენ, თუმცა ზუსტად 2 წუთში, საკუთარ კარში მიიღეს გოლი. თავი არდიტ შეჰაიმ გამოიჩინა და საკუთარ გუნდს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გაუძღვა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016