სპორტი
„არგენტინას ფინალში შანსი არ აქვს“ - რობენი
ავტორი: გიორგი კინტირაია
11 ივლისი, 2014. 11:40
ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების გარემარბი არიენ რობენი დარწმუნებულია, რომ არგენტინელებს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, გერმანელებთან შანსი არ აქვთ.
„გერმანია მიზნად მსოფლიო ჩემპიონატის თასის აღებას ისახავს. ამაში ეჭვი არავის ეპარება. არგენტინას არც ერთი შანსი არ ექნება. პენალტები შემთხვევითობა ყოველთვის არაა, ჩვენ ხომ ეს კოსტა რიკასთან მატჩშიც ვაჩვენეთ, მაგრამ მივიჩნევ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე კარგად გავისარჯეთ და წარმატებას მივაღწიეთ. ამჯერად ტურნირის დატოვება წარუმატებელი პენალტების სერიით გვიწევს. ჩვენ უბრალოდ ცოტათი არ გაგვიმართლა, მაგრამ ეს ფეხბურთის ნაწილია", - განაცხადა არიენმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე მუნდიალის ნახევარფინალურ მატჩში, არგენტინელებმა ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს პენალტების სერიაში დამაჯერებლად სძლიეს - 4:2.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19