reportiori.ge - ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ოქროს მედალი მოიპოვს (ვიდეო)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 06:49
სპორტი
ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ოქროს მედალი მოიპოვს (ვიდეო)
ავტორი:
02 სექტემბერი, 2013. 11:18

მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ბრაზილიის ქალაქ რიოში მიმდინარეობდა, საქართველოს ნაკრებმა ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალში, ქართველ ძიუდოისტთა ნაკრებმა რუსეთის ნაკრებს 3-2 მოუგო.

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში რუსეთის ნაკრების წევრ ალიმ გადანოვთან დამარცხდა, 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ზებედა რეხვიაშვილს მურატ კოდზოკოვმა მოუგო და რუსეთის გუნდი 0-2 დააწინაურა.

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ავთო ჭრიკიშვილმა მაგომედოვი დაამარცხა, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ვარლამ ლიპარტელიანმა კირილ დენისოვს სძლია და ანგარიში 2-2 გახდა.

გადამწყვეტი მეხუთე მატჩი მძიმე წონით კატეგორიაში გაიმართა, რომელშიც ადამ ოქრუაშვილი რუსეთის ნაკრების წევრ ალექსანდრე მიხაილინს ხვდებოდა და ოქრუაშვილმა საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი მოუპოვა.

ქართველმა ძიუდოისტებმა მანამდე საფრანგეთის, მონღოლეთის და უზბეკეთის გუნდები დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრებმა გუნდურ გათამაშებაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული უკვე მესამედ მოიპოვა. 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016