ბრაზილიის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ დაპირისპირებაში, არგენტინაზე გამარჯვების (1:0) შემდეგ, გერმანელთა თავკაცმა იოახიმ ლიოვმა კომენტარი გააკეთა.
„ვფიქრობ, მუნდიალზე გამარჯვებამ სამომავლო წარმატებებს საფუძველი ჩაუყარა. ჩვენ 30 წელს გადაცილებული ბევრი ფეხბურთელი არ გვყავს. როცა უყურებ გიოტზეს, მიულერს, იოზილს, როისს, რომელიც ჩვენთან არ იყო და სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებს, ფიქრობ, რომ მათ უფრო მეტის მიღწევა შეუძლიათ.
ბუნდესლიგამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა გუნდზე. 2010 წელსაც ახალგაზრდული გუნდი გვყავდა და შიდა ჩემპიონატმა გამოგვიზარდა ეს უნიკალური თაობა. 2000 და 2004 წლებში გუნდი ხან ჩავარდნას განიცდიდა, ხან - აღმასვლობას, თუმცა ჩვენ შევძელით ბევრი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელის აღმოჩენა, მათში ინვესტიციის ჩადება და საბოლოოდ, ასეთი დიდებული შედეგი მივიღეთ. დიდი მადლობა კლუბებს ასეტი ფეხბურთელების გაზრდისთვის", - განაცხადა ლიოვმა.