დასრულდა ბრაზილიის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელმაც რამდენიმე საინტერესო და სახალისო ფაქტით დაგვამახსოვრა თავი, თუმცა ის რაც ჩრდილოეთ კორეაში ხდება, ყველანაირ საზღვარს სცდება.
როგორც მოგეხსენებათ, ფინალში გერმანიის ნაკრებმა, დაძაბულ ორთაბრძოლაში, არგენტინა დაამარცხა (1:0). განსხვავებულ ინფორმაციას ფლობს ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობა. კორეის ტელევიზიის ცნობით, რომელსაც სრულად აკონტროლებს ქვეყნის ხელისუფლება, ქვეყნის ეროვნული გუნდი გადამწყვეტ შეხვედრაში პორტუგალიას დაუპირისპირდება.
ჩროლოკორეულმა სატელევიზიო არხმა მოსახლეობას სრული დამაჯერებლობით აცნობა, რომ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, მათმა ნაკრებმა ჯერ იაპონიას (7:0) სძლია, შემდეგ აშშ-ის (4:0) და ბოლოს - ჩინეთს (2:0). ფინალში კი იsini კრიშტიანუ რონალდუსა და პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
ჯერჯერობით უცნობია, დაამარცხა თუ არა ჩრდილოეთ კორეამ პორტუგალიის ეროვნული ნაკრები 2014 წლის მუნდიალის ფინალში და აწია თუ არა თავს ზემოთ პლანეტის ყველაზე პრესტიჟული ტიტული.