reportiori.ge - საბოლოო გადაწყვეტილება - ეროვნული ჩემპიონატი 16-გუნდიანი იქნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 14:39
სპორტი
საბოლოო გადაწყვეტილება - ეროვნული ჩემპიონატი 16-გუნდიანი იქნება
14 ივლისი, 2014. 20:35



დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. საბოლოოდ გადაწყდა, რომ საქართველოს 2014/2015 წლების ეროვნული ჩემპიონატი 16-გუნდიანი იქნება. შესაბამისად, ახალი სეზონიდან უმაღლეს ლიგაში ითამაშებენ ქობულეთის „შუქურა“, ფოთის „კოლხეთი“, ბათუმის „დინამო“ და „სამტრედია“. ამის შესახებ ინფორმაციას სფფ-ის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

 

აღმასკომის დავალებით, სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილებამ და გენერალურმა სამდივნომ სხდომაზე 12, 14 და 16-გუნდიანი ჩემპიონატების დებულებები წარადგინეს. საკმაოდ ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, 16-გუნდიანი ჩემპიონატის ფორმატი დამტკიცდა. დებულების თანახმად, ახალი სეზონიდან პირველ ლიგაში 20 გუნდი ითამაშებს. ჩემპიონატის დებულების სრული ვერსია გამოქვეყნდება სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

 

სხდომაზე განიხილეს სკ „ზესტაფონის“ საკითხიც - კლუბის დავალიანებები ფეხბურთელებისა და მწვრთნელების მიმართ. სხდომას ასევე ესწრებოდნენ ფეხბურთელთა უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

 

სკ „ზესტაფონს“ მიეცა ვადა, 26 ივლისამდე დაფაროს არსებული დავალიანებები. წინააღდეგ შემთხვევაში, მას შეუწყდება სფფ-ის წევრობა და ამოქმედდება წესდებით გათვალისწინებული სანქციები.

 

 

სფფ-ის პრესსამსახური


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016