ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ, საშინაო შეხვედრაში, „ზესტაფონი“ ტრნავას „სპარტაკს“ უმასპინძლებს. იმერლებმა „უეფას“ უკვე გაუგზავნეს იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც ევროპა ლიგის გათამაშებაში იასპარეზებენ.
გია გეგუჩაძის გუნდის შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები: 1. ბოიან პავლოვიჩი, 13. დავით კუპატაძე, 28. კახაბერ მეშველიანი;
მცველები: 2. თემურ ღონღაძე, 3. თორნიკე გრიგალაშვილი, 6. თევდორე გრიგალაშვილი, 17. გიორგი გურული, 25. რენე ფერეირა დოს სანტოსი, 33. ოთარ ხიზანეიშვილი, 37. ლაშა ჭელიძე;
ნახევარმცველები: 8. გიორგი ჭანკოტაძე, 14.ლევან შარიქაძე, 21. მიხეილ სარდალიშვილი, 70. ვახტანგ ჭანტურიშვილი, 80. ავთანდილ ენდელაძე, 22. გრიგოლ დოლიძე, 10. გიორგი კუხიანიძე, 77. ლაშა გვალია, 99. რევაზ გეწაძე;
თავდამსხმელები: 7. გიორგი ფანცულაია, 9. ნიკოლოზ გელაშვილი, 11. ჯაბა დვალი, 18. დიმიტრი ტატანაშვილი, 32. თორნიკე კაპანაძე, 88. ბექა ტუღუში;
„ზესტაფონელთა“ რიგებში 5 ახალწვეულია - ნიკოლოზ გელაშვილი, ჯაბა დვალი, ლაშა გვალია, ბექა ტუღუში და ოთარ ხიზანეიშვილი.
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო მატჩს იმერული კლუბი 17 ივლისს გამართავს.