საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად ასპარეზობს, სასტარტო მატჩში, რუმინეთის წინააღმდეგ, მარცხი იგემა.
ქართველი წყალბურთელების ბრძოლისუნარიანობა და მონდომება ნამდვილად დასაფასებელია. ჩვენი ბიჭები პირველი რვაწუთეულის შემდეგ ჩვენზე გაცილებით ძლიერ მეტოქეს 4:3 ამარცხებდნენ, თუმცა დარჩენილ პერიოდებში რუმინელთა უპირატესობა ნათელი იყო. საბოლოოდ შეხვედრა ქართველთა დამარცხებით - 6:11 დასრულდა.
ყველაზე შედეგიანი ჩვენს ნაკრებში მარკო ელაჩა (3 გოლი) გახლდათ, თითოჯერ კი მეტოქის კარი დამირ ცრეპულიამ, მარკო ელეზმა და გიორგი ხვედელიანმა აიღეს. რუმინელთა რიგებში თავი კოსმინ რადუმ და ტიბერიუ ნეგრეანიმ გამოიჩინეს, რომელბმაც საკუთარ აქტივში 3-3 გოლი მიითვალეს.
იდენტური შედეგი დაფიქსირდა A ჯგუფის მეორე მატჩში ჩერნოგორიასა და საბერძნეთს შორის, სადაც ბერძნები 6:11 დამარცხდნენ. ჯგუფის დასკვნით მატჩში იტალიელებმა რუსები 13:6 დაამარცხეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მორიგ მატჩს 15 ივლისს, თბილისის დროით 13:30 საათზე, საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს.
რუმინეთი 11:6 საქართველო (3:4, 3:1, 2:0, 3:1)
საქართველო: იელაჩა (3), ცრეპულია (1), ელეზი (1), ხვედელიანი (1).
მთავარი მწვრთნელი: იოვან პოპოვიჩი