სპორტი
სუარესი ბარსელონაში ჩავიდა
ავტორი: გიორგი კინტირაია
15 ივლისი, 2014. 14:29
ურუგვაელი ფორვარდი ლუის სუარესი ბარსელონაში ჩავიდა, რათა საბოლოოდ დაასრულოს „ლივერპულიდან" ტრანსფერი.
Sky Sports-ის ცნობით, 27 წლის ფეხბურთელი კლუბთან კონტრაქტს უახლოეს დროში მოაწერს ხელს. შეთანხმების ფინანსური მხარე 70 მილიონ ფუნტადაა შეფასებული.
ამასთანავე, სუარესი კლუბთან ერთად ვერ ივარჯიშებს ოქტომბრის დასასრულამდე, როცა მისი დისკვალიფიკაციის ვადა ამოიწურება. შეგახსენებთ, რომ სუარესმა 2014 წლის მუნდიალის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ მატჩში ჯორჯო კიელინის მხარზე უკბინა, რის გამოც 4 თვით ჩამოაშორეს ფეხბურთს.
ინგლისური პრემიერ ლიგის გასულ სეზონში სუარესმა „ლივერპულის" რიგებში 33 მატჩი ჩაატარა, სადაც 31 გოლითა და 13 საგოლე გადაცემით გამოირჩა.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19